სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საკუთარი ძაღლის მიერ დაკბენილი 14 წლის ბავშვი დღეს გარდაიცვალა

14 წლის მოზარდი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საკუთარმა ძაღლმა უკბინა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, დაკბენილმა მოზარდმა ცოფის საწინაარმდეგო შრატი არ გაიკეთა.

გართულებული მდგომარეობის გამო პაციენტი ქუთაისის პოლიკლინიკიდან თბილისის ინფექციურ საავდმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, შინაური ან მაწანწალა ცხოველების მიერ დაკბენის ან დაკაწრვის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებს სასწრაფოდ მიმართონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100