სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ქართული ოცნების" ოფისში, გადაცმულები და შეიარაღებულები შევიდნენ"

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაგეგმილ პროვკაციებზე საუბრობს.

კობახიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ქართული ოცნების" მაისურებში გადაცმულები, ცეცხლსასროლი იარაღით, საარჩევნო შტაბში მივიდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სურდათ, კამერებით დაეფიქსირებინათ, თითქოს, "ქართული ოცნების" შტაბში კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები იკრიბებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ განოხორციელებული მორიგი პროვოკაციის თაობაზე მოგახსენებთ, რომელიც გუშინ, გამთენიისას მოხდა. კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობამ" სცადა პროვოკაციის მოწყობა ჩვენს ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში. "ნაციონალური მოძრაობის" სამი აქტივისტი შევიდა ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში.

ორ მათგანს ეცვა "ქართული ოცნების" მასურები და ორივეს ჰქონდა ჩადებული ქამარში პისტოლეტები. შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან. პროვოკაციის მიზანი ხდებოდა ამ ფაქტის გარედან გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, თითქოს, "ქართული ოცნების" შტაბებში შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები იკრიბებიან.

ფაქტია რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ცვლის მოქმედების სტილს, ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციის მოწყობაში, თუმცა აშაკარაა, რომ მათ ამის აღსრულების რესურსი რეალურად აღარ აქვთ.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს წევრებს. მათ სათანადო რეაგირება მოახდინეს ამ პროვოკაციაზე, დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს რის მეშვეობითაც აღიკვეთა პროვოკაცია.

ადგილზე მოხდა პირთა იდენტიფიცირება. ერთ-ერთ მათგანს "ნაციონალური მოძრაობის" პარტბილეთი ჰქონდა, რომელიც გაცემულია 2016 წელს. სამივე მათგანი სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრია. სამართლებრივად გაფორმებული ჰქონდათ იარაღი, ანუ არ ვსაუბრობთ იარაღის უკანონო ტარებაზე, საუბარია ბინძურ პროვოკაციაზე", - განაცხადა კობახიძემ.

(რ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100