სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯანდაცვის მინისტრი „ჯიპიაი ჰოლდინგს“ სანქციებით ემუქრება და კომპანიის საქციელს უპასუხისმგებლოსა და არაპარტნიორულს უწოდებს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგს” ვალდებულბებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.მისი თქმით, კომპანია ვანის საავადმყოფოსთან მიმართებაში ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო ქცევაა – თუ კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა, ძალიან მძიმე სანქციები დაეკისრება და მასთან სახელმწიფო პარტნიორულ ურთიერთობას გაწყვეტს.

“ვანის საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურების ინფრასტრუქტურა მართლაც სავალალო მდგომარეობაშია. ჩვნ მინიმალური კოსმეტიკური რემონტი ჩავატარეთ ისიც იმიტომ, რომ ის შენობა იპოთეკით არის დატვირთული და საკმაოდ რთული ქონებრივი დავებია. ჩვენ წელიწადნახევარი დავუთმეთ იმას, რომ სადაზღვევო კომპანიებთან, მათ შორის „ჯიპიაისთანაც“ სამართლიანი და პარტნიორული ურთიერთობა დაგვემყარებინა. ჩემთვის მართლა გასაოცარი იყო ასეთი არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება „ჯიპიაისგან“, რომლის მინიმალური ვალდებულება იყო ამ პროექტის დასრულება. მათ უბრალოდ შემოგვითვალეს, რომ გადაიფიქრეს ამის გაკეთება” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც ირკვევა, ვანის მოსახლეობა, შესაძლოა, საავადმყოფოს გარეშე დარჩეს. ძველი საავადმყოფო, ჯანდაცვის სერვისის მინიმალურ პირობებს ვერ აკმაყოფილებს, ახალი სტაციონარის აშენებისა და აღჭურვის ვალდებულება კი, რომელიც 2016 წლის მაისის თვეში უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში, სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი"-ს ჰქონდა აღებული. თუმცა, ცნობილი გახდა, ამ დრომდე, ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოებიც არ მიმდინარეობს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი " აცხადებს, ვანის მოსახლეობა სამედიცინო ინფრასტრუქტურის გარეშე არ დარჩება. მინისტრმა "ჯიპიაისგან "ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა უპასუხისმგებლო და არაპარტნიორულ საქციელად შეაფასა.

"ვანის საავადმყოფოსთან დაკავშირებით, იქ მართალაც სამედიცინო მომსახურეობის ინფასტქუტურა სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენ რაც მოვახერხეთ მინიმალური კოსმეტიკური რემონტი ჩავატარეთ, ისიც იმის გამო რომ ის შენობა იპოთეკით არის დატვირთული და რთული ქონებრივი დავებია. წელიწადნახევარი დავუთმეთ იმას, რომ სადაზღვევო კომპანიებთან, მათ შორის "ჯიპიაისთან" სამართლიანი და პარტნიორული ურთიერთობა დაგვემყარებინა კონკრეტული ნაბიჯებით და ეს ნაბიჯები გადადგმულია და შესრულებულია ჩვენი მხრიდან. მართლაც, ასეთი არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება "ჯიპიაისგან" გასაოცარია, რომლის მინიმალური ვალდებულება იყო ამ პროექტის დასრულება. შემოგვითვალეს, რომ გადაიფიქრეს ამის გაკეთება. ამიტომ, პირველი სიტყვას ვიძლევი, რომ ვანის მოსახლეობას არ დავტოვებთ სამედიცინო ინფრასტრუქტურის გარეშე, წელსვე ამას აუცილებლად მოვაგვარებთ, მეორე, მე იმედი მაქვს "ჯიპიაის" მენეჯმენტს ოდნავ საღი აზრი მაინც აქვს შერჩენილი, საკუთარ თავს და საკუთარ ბიზნესს არ შეუქმნიან საფრთხეს იმითი, რომ ყველაზე ძვირფასი რაც არის, განსაკუთრებით სადაზღვევო კომპანიისთვის საკუთარი სანდოობისა და რეპუტაციის შენარჩუნება, საკუთარი ხელით არ გაუთხრიან სამარეს. ჩვენ ყველა პროექტის მონტორინგს ვახორციელებთ, იქ იმ პროექტზე რომელიც აპრილის ბოლოს უნდა ჩაბარდეს სახელმწფიოს ლიცენზიის შესაბამისად, თითი თითზე არ არის დადებული. ეს გამოჩნდება უახლოეს დღეებში თუ ეს კომპანია სამცვლიან რეჟმში დაიწყებს თავისი ვალდებულების შესრულებას, თუ არა იმ პირობებს რაც მე მოგახსენეთ, დავიცავთ. მათი მხრიდან ეს საქციელი ცალსახად არის უპასუხისგებლო, დაუფიქრებელი და არაპარტნიორული",-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, თუ "ჯიპიაი" ვანის საავადმყოფოს 1 მაისამდე ვალდებულების შესაბამისად არ ჩააბარებს, სანქციები დაეკისრება. "ვანის საავადმყოფოსთან მიმართებაში, თუ 1 მაისამდე არ მოხდა ისეთი ინფრასტრქუტურის ჩაბარება, რომელიც შეესაბამება სანებართვო პირობებს, ჩაერთვება ფინანსური სანქციების მზარდი კასკადით და მძიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგება მათ, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე დაიხარებოდა ამ პროექტის განხორციელებაში და რაც მთავარია, ჩვენ ცალსახად დავკარგავთ სანდო პარტნიორს არა მხოლოდ მარტო ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ ვფიქრობ მთელი ქვეყანა",-განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100