სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯოან კოლინზი ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს

მსახიობი ჯოან კოლინზი (Joan Collins) წელს ავტობიოგრაფიული წიგნის გამოშვებას აპირებს. სერიალ „დინასტიის“ ვარსკვლავმა, რომელიც 5-ჯერ იყო გათხოვილი, მანამდე 3 წიგნი 1978, 1982 და 1996 წლებში უკვე გამოსცა.

კოლინზმა კალამი ისევ აიღო ხელში და ამჯერად, მის ცხოვრებაში ბოლო 15 წლის განმავლობაში მომხდარ ფაქტებს წერს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯოან კოლინზი თავის მეოთხე წიგნში მეხუთე ქორწინების დეტალებზე დაწერს. ჯოანი 77 წლის პერს გიბსონს ცოლად 2002 წელს გაჰყვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100