სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლული ქალი იპოვეს

სამართალდამცველებმა 30 წლის დარეჯან ქარდავა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ორჯერ ნასამართლევი 35 წლის მახარე დარსალია, რომელიც მოკლულის დეიდაშვილია.

წინასწარი ინფორმაციით, ქარდავა საკუთარმა ნათესავმა სექსუალური ძალადობის დროს მოგუდა. აღნიშნულის დასადასტურებლად გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

დარეჯან დარსალია 3 მაისს სახლიდან შვილთან ერთად გავიდა, ბვშვი სკოლაში დატოვა, რის შემდეგაც იგი არავის აღარ უნახავს. ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

ჯი-ეიჩ-ენი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100