სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკველობა და დაჭრა ოქროყანაში- გავრცელებული ცნობით, დაჭრილია პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ მკვლელობა მოხდა ოქროყანაში. ამ ინფორმაციას პირველი რადიო ავრცელებს.

მათივე ცნობით ასევე დაჭრილია ერთი პიროვნება, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე,გენერალ-მაიორია,რომლის ვინაობაც ჯერ-ჯერობით არ სახელდება. ცეცხლნასროლი ჭრილობა მას თავის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. რაც შეეხება გარდაცვლილს, არსებული ინფორმაციით, ის დაჭრილის ნათესავია. გარდაცვლილს ჭრილობა ასევე თავში აქვს მიყენებული. გავრცელებული ცნობით, დაპირისპირება ოქროყანაში დაახლოებთ ერთი საათის წინმოხდა, ამ დროისათვის კი სხვა დეტალები უცნობია.

"პირველი რადიო" ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს-ს დაუკავშირდა, სადაც ადასტურებენ, რომ მკვლელობა და დაჭრა ოქროყანაში მოხდა, თუმცა სხვა დეტალბზე არ საუბრობენ. მათი თქმით ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და საქმე 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100