სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბურჯანაძე სააკაშვილის დამხობას სახალხო კრებით აპირებს

ნინო ბურჯანაძე ბრძოლის ახალ გეგმას ამუშავებს. ამჯერად ის ინტელიგენციის საფარქვეშ აპირებს საპროტესტო აქციების აგორებას და მოთხოვნაც უცვლელია – რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, "დემოკრატიული მოძრაობა" უფრო მასშტაბურ და მწვავე აქციებს გვპირდება, ვიდრე ეს გასული წლის გაზაფხულზე იყო. ამ საკითხზე "დრონი.ჯი" პარტიის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელს, გიორგი კობახიძეს ესაუბრა.
ფდსფჯკლ
– "დრონი.ჯი": ხანგრძლივი შვებულების შემდეგ პოლიტიკური ორგანიზაციები შემოდგომაზე გააქტიურებას გვპირდებიან. რას გვეტყვით "დემოკრატიული მოძრაობის" გეგმებზე? თქვენ არ აპირებთ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას?
ფდსფჯკლ
გიორგი კობახიძე: ზაფხულის განმავლობაში დრო არ დაგვიკარგავს. იყო შიდა პარტიული და სხვა სახის სამუშაოები, რომელიც გარეთ ახლა არ ჩანს, მაგრამ მალე გამოჩნდება კარგი შედეგების სახით. ძირითადი ჩვენი ყურადღება გადატანილია სახალხო-წარმომადგენლობითი კრების მუშაობაში პარტიის ჩართვაზე. Mმიმაჩნია, რომ კრებაში ჩვენი ჩართვა უსწრაფესი გზაა პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად. ეს ხელისუფლება არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, ამიტომ ის უნდა შეიცვალოს. საზოგადოების წინაშე მარტივი ამოცანა დგას – გაიმართოს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. ამ მოთხოვნის რეალიზებისთვის შეიკრიბება დიდი წარმომადგენლობითი სახალხო კრება. პირველი მისი შეკრება დაგეგმილია 29 სექტემბერს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვსურს ეს შეკრება უმაღლეს დონეზე იყოს ორგანიზებული.
ფდსფჯკლ
– ვფიქრობთ, მარტო ინტელიგენციას არ გულისხმობთ თქვენს პარტნიორთა შორის და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად გაიმართება ეს კრება. იქნებ დაგვისახელოთ, რომელ პოლიტორგანიზაციებთან ერთად მიიღებთ ამ კრებაში მონაწილეობას?
ფდსფჯკლ
– პირველ რიგში, ეს არის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია ჩვენი ქვეყნის საპატივცემულო წარმომადგენლებით, ავტორიტეტული საზოგადო მოღვაწეებით და ცხადია, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციებიც არიან გაერთიანებული ამ ერთობაში. დაზუსტებული არ არის სრული სია იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისა, ვინც ამ დიდ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას, მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების სურვილი ბევრ ორგანიზაციას გააჩნია.
ფდსფჯკლ
– გასაგებია, რომ ძირითადი მოთხოვნა იქნება სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა რიგგარეშე არჩევნებით, მაგრამ რა გზით აპირებთ მიაღწიოთ ამ მოთხოვნას?
ფდსფჯკლ
– ეს მოთხოვნა კონსტიტუციურ ნორმებში ჯდება. ჩვენ რევოლუციისკენ არ მიგვყავს პროცესები, არამედ ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ზოგიერთი პარტია სპეკულირებდა იმით, რომ თითქოს რევოლუცია არ უნდოდა და ამიტომ არჩევნებით ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ რეალურად ეს პარტიები ღიად თამაშობდნენ ხელისუფლების თამაშს, რადგან თვითმმართველობის არჩევნები ამ უკანასკნელის მიერ იყო თავს მოხვეული. ჩვენც არჩევნების გზით ვაპირებთ სიარულს, მაგრამ ეს იქნება ის არჩევნები, რომელიც ხალხის მოთხოვნის საფუძველზე იქნება დანიშნული. საამისოდ ყველა იმ მეთოდს გამოვიყენებთ, რასაც ჩვენი კანონმდებლობა აღიარებს და კონსტიტუცია იცავს. Mმე მესმის რას გულისხმობთ, თუ ხელისუფლება არ დაეთანხმება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, მერე რა იქნება? ჩვენი მოთხოვნები კიდევ უფრო გამწვავდება. ეს იქნება გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური აქცია, ვიდრე იყო გასული წლის აპრილ-მაისის დროს. დამეთანხმებით ალბათ, რომ ის აქციები არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა საქართველოს ისტორიაში.
ფდსფჯკლ
– შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მერე ამ აქციებმა შედეგი ვერ აჩვენა, სააკაშვილი დარჩა ხელისუფლების სათავეში და ხელისუფლების შეცვლის გეგმა ჩაიშალა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი იყო წარმოდგენილი ამ აქციებზე.
ფდსფჯკლ
– მართალია, ხელისუფლების შეცვლის გეგმა ვერ განხორციელდა, ეს შედეგი ვერ დადგა, მაგრამ დადებითი მხარეები ამ აქციებს ბევრი ჰქონდა. საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა ამ ხელისუფლების ნამდვილი სახე და საქართველო კიდევ უფრო საინტერესო გახდა დასავლეთის სამყაროსთვის, რადგან აღმოაჩინა, რომ ქართველი საზოგადოება არ შეეგუება იმ უღირსებო ყოფას, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა ხელისუფლების უნიათობით. შედეგს რაც შეეხება, ამ აქციებს ნაკლიც ბევრი ჰქონდა. პოლიტიკური პარტიების საბჭოს მიერ პროცესების მართვა ეფექტური არ გამოდგა, თორმეტ ორგანიზაციაში ყოველთვის აღმოჩნდებოდა რომელიმე ორგანიზაცია, რომელიც რაღაც ნაბიჯის წინააღმდეგი იყო, მაგალითად, არ ეთანხმებოდა გამწვავებას.
ფდსფჯკლ
– როგორც ჩანს, ალასანია გყავთ მხედველობაში, რომელმაც საკნები ააღებინა მოპიკეტეებს ტელევიზიასთან.
ფდსფჯკლ
– თუნდაც სხვა პროცესებიც იყო, რომელიც ბვერ კითხვას გვიჩენდა. ხელისუფლებამ კი იგნორირება მოახდინა ამ აქციებისა და მისი მოთხოვნების. პირდაპირ არ დაუპირისპირდა აქციას, მაგრამ მზაკვრულ სვლებს აწარმოებდა. მომიტინგეებს იტაცებდა, ფიზიკურად უსწორდებოდა, აშინებდა, სამსახურიდან ყრიდა ხალხს, ფოტო და ვიდეოგადაღება რომ მიმდინარეობდა აქციებისა, ამის შედეგადაც კი წარმოებდა მიტინგის მონაწილეთა დევნა სხვადასხვა ფორმით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ფოტოაგრესიაც კი გამოიყენეს ადამიანების მიმართ. 6 მაისს კი საერთოდ პლასტიკური და რეზინის ტყვიები, ანუ კანონით აკრძალული იარაღი გამოიყენა. ახლანდელი პროცესების მართვაში კი საზოგადოების მონაწილეობის ხარისხი უფრო დიდი იქნება, ვიდრე პარტიების, რაც პროცენტულ მაჩვენებელშიც აისახება.
ფდსფჯკლ
– ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია გვერდზე გადგება და საზოგადოების წარმომადგენლები გაუძღვებიან აქციებს?
ფდსფჯკლ
– არა, ოპოზიცია რომ გვერდზე გადგეს, შედეგი არ დადგება. ორგანიზაციული მხარე მთლიანად პარტიების ზურგზე უნდა გადავიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომGგადაწყვეტილების მიღების დროს საზოგადოების აზრი იქნება მთავარი. ჩვენ ვფლობთ სოციოლოგიურ გამოკითხვებსაც, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა სურს. ოპოზიციამ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო თვითმმართველობის არჩევნებში, თუ გამოუცდელობის გამო დაუშვა შეცდომა, ამის გამოსწორების საშუალება უნდა ჰქონდეს, მაგრამ, თუ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯია, რასაც მოწმობს არჩევნების მეორე დღეს "ალიანსის" განცხადებები, მაშინ უნდა ვიფიქროთ სულ სხვანაირ ურთიერთობებზე.
ფდსფჯკლ
– "რესპუბლიკელები" სახალხო კრების მოწვევის იდეას სკეპტიკურად უყურებენ, მეტიც, მათი მხრიდან დაცინვის ობიექტები არიან ამ კრების მოწვევის ინიციატორები. რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება?
ფდსფჯკლ
– როცა მიმდინარე პოლიტიკაზე ვსაუბრობ, "რესპუბლიკელების" ანალიზის გამოყენება მართებულად არ მიმაჩნია, საერთოდ, როგორც პარტიას, ისე არ აღვიქვამ მათ. ეს უფრო ერთგვარი კლუბია, რომელიც სხვადასხვა არჩევნების დროს ცდილობს მიებას ხან ერთ პარტიას, ხან მეორეს და ისე გაიტანოს თავი.
ფდსფჯკლ
– თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა გააძლიერა სააზოგადოების განწყობა უარყოფითად მთელი ოპოზიციის მიმართ, არის საკმაოდ მწვავე შეფასებები და დაუნდობელი კრიტიკა, მაგალითად: "ოპოზიცია კვდება", "ოპოზიცია აგონიაშია", "მისი დღეები დათვლილია". თქვენ საზოგადოებას გააქტიურებას ჰპირდებით და ასევე ჩანს, რომ თქვენი პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჩაუდგება სათავეში ბრძოლის ახალ ტალღას.
– ხელისუფლება ცდილობს ერთი ცუდი მიდგომის დამკვიდრებას და მას, სამწუხაროდ, პრესაც მხარს უბამს. კერძოდ, მთელ ოპოზიციას ერთ კონტექსტში მოაქცევენ ხოლმე, მაგალითად, უკანასკნელი არჩევნების შემდეგ მთელი ოპოზიციის მარცხზე ლაპარაკობენ, არადა, ფაქტია, რომ დამარცხდა არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის შემოთავაზებული გეგმა, ჩვენი პროგნოზები კი გამართლდა, რაც კარგ სასტარტო მდგომარეობას გვიქმნის მომავალი ბრძოლისთვის. ოპოზიცია არ არის ერთგვაროვანი. როცა კრიტიკით გამოდიან, ყველამ დააკონკრეტოს, რომელ მხარეს და პარტიას გულისხმობს.
ფდსფჯკლ
– გასულ წელს ხომ ბურჯანაძემ და გაჩეჩილაძემ დაკარგეს მომხრეთა დიდი რაოდენობა აქციების დროს, ეს მარცხი არ არის?
ფდსფჯკლ
– ვერ დაგეთანხმებით. გასული წლის ოქტომბრიდან ახალ ტალღას ვგეგმავდით, შეურიგებელთა ფრონტი გამოვაცხადეთ, მერე კი ზოგიერთმა "ოპოზიციურმა პარტიამ" არჩევნებში მონაწილეობის "სურვილი გამოთქვა". ეს იყო ჩვენი გააქტიურების საწინააღმდეგო ნაბიჯები, რამაც რამდენიმე თვე დაგვაკარგვინა. ახლა ჩვენი ბრძოლის დროა და თუ არ დანიშნავს არჩევნებს ხელისუფლება, მაშინ მისი ძალაუფლების შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ უფრო მძიმე ფორმით დადგება. გპირდებით, რომ ეს პროცესები არ გამოვა კონსტიტუციური ბრძოლის ჩარჩოებიდან. კიდევ ერთი, სახალხო კრებაში და მის მიერ ორგანიზებულ აქციებში რეგიონებიც ძლიერად იქნება წარმოდგენილი და არა მარტო თბილისი. ეს იქნება კიდევ ერთი გამაძლიერებელი ფაქტორი შარშანდელ აპრილ-მაისის მოვლენებთან შედარებით. პირველი მობილიზება თბილისში იქნება, დანარჩენს პროცესების დინამიკა გვიჩვენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100