სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობის ინფორმაციით, ილია II-ს მდგომარეობა "ნორმალურია".

მისი თქმით, ხვალინდელ სინოდის სხდომას პატრიარქი თავად წარუძღვება.

სინოდის თავმჯდომარეა და აბა ვინ უნდა წარუძღვეს? გადახედეთ რა განცხადებები კეთდდება სინოდის ჩანიშვნამდე. ვერცერთ საკითხს სწორად ვერ იცნობენ (თეოლოგები)"- ამბობს მეუფე იაკობი.

თეოლოგებს აქვთ განცდა, რომ ხვალ დაგეგმილ სინოდის სხდომაზე მსჯელობა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ძალაუფლების გადანაწილებასა და მმართველობის ახალ სისტემაზე იქნება.

თეოლოგები პატრიარქის გადაყენებას ან გადაყენების მცდელობასაც არ გამორიცხავენ.

2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის მოწვევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 12 საათზე გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100