ძლიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ძიძამ სამი თვის ჩვილის შეჭმა გადაწყვიტა
მისურის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილის ტრაგიკული ისტორია, რომელმაც მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ კანიბალმა ძიძამ მისი სამი თვის ჩვილი მიკროტალღურ ღუმელში შესვა, რათა ეჭამა.
კინოთეატრიდან დაბრუნებულ ცოლ-ქმარს სახლში საშინელი სანახაობა დახვდა - ძიძა, რომელსაც ახალშობილი ჩააბარეს, ალკოჰოლისა და ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედებისგან გონებადაკარგული იწვა იატაკზე, ტანისამოსი კი მთლიანად სისხლში ჰქონდა მოსვრილი. ამ დროს მშობლებს მიკროტალღური ღუმელიდან უცნაური ხმა მოესმათ, გახსნეს დანადგარი და ნახეს, რომ მათი ჩვილი ბარბექიუს სოუსში იყო ამოვლებული. აღელვებულმა წყვილმა ახალშობილი სპრინგფილდის საავადმყოფოში გააქანა. ამჟამად, პატარას სიცოცხცლეს საფრთხე არ ემუქრება, რადგან "კაიფში" მყოფ ძიძას ღუმელის ჩართვა დაავიწყდა - წერს გამოცემა world news daily report.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სხეულზე კბილების კვალი აღმოაჩინეს (ძიძამ მისი მოკბეჩა რამდენჯერმე სცადა), პატარა ახლა სტაბილურადაა და ნაკბენებიც დამუშავებული აქვს.
16 წლის ძიძამ, ანა კრაჩიევამ პოლიციასთან აღიარა, რომ გარკვეული ნარკოტიკული საშუალება მიიღო, შემდეგ იგრძნო, როგორ საშინლად მოშივდა და ამის შემდეგ ცნობიერება დაკარგა.
როგორც აღმოჩნდა, არასრულწლოვან გოგონას მეტამფეტამინი ჰქონდა მიღებული. ანამ პოლიციაში განაცხადა, რომ ნარკოტიკი დასაძინებლად მიიღო, რადგან ბოლო დროს უძილობა აწუხებდა. "კანიბალი ძიძა" სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში რჩება, მოგვიანებით კი მას, როგორც არასრულწლოვანს, ისე გაასამართლებენ.
კომენტარი