სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვალერი კვარაცხელია: "ნინო ბურჯანაძე ამერიკაში და რუსეთში მოქმედი ბნელი ძალების მიერ დანიშნული ერთ-ერთი პროვოკატორია"

ვალერი კვარაცხელიას პარტიის "ნეიტრალური საქართველოს" განცხადებით, "ნინო ბურჯანაძე ამერიკაში და რუსეთში მოქმედი ბნელი ძალების მიერ დანიშნული ერთ-ერთი ის პროვოკატორია, რომელსაც საქართველოში პროვოკაციული საქმიანობის განსახორციელებლად იყენებენ".

"ბურჯანაძის აქცია საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარების გაუმჯობესებას რომ ისახავდეს მიზნად, მას პირველ რიგში, ჩვენ დავუჭერდით მხარს, მაგრამ მისი მიზანი საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი პროვოკაციის ინსპირირებაა, რაც საქართველოსთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ხელისუფლებაში ბურჯანაძის ყოფნის პერიოდში მის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვისკენ მიმართული ბევრი ქმედება და ნათქვამი გვახსოვს, ურთიერთობების მოწესრიგებისკენ მიმართული - არცერთი! ბურჯანაძის მსგავსი პოლიტიკანები ვერავითარ რევოლუციას ვერ განახორციელებენ, მაგრამ სამწუხაროდ, მათ გააჩნიათ პროვოკაციის განხორციელებისთვის საკმარისი პოტენციალი" – აცხადებს კვარაცხელია.

მისივე აზრით, "ბურჯანაძე აბსოლუტურ ნულთან გათანაბრებული საკუთარი რეიტინგის ასაწევად საკუთარ ზონდერ-ბრიგადას საკუთარ მხარდამჭერებს მიუსევს და შეეცდება, ეს სისხლიანი ცემა-ტყეპა ხელისუფლების მიერ მოწყობილ დარბევად გაასაღოს".

"ნეიტრალური საქართველო" საზოგადოებას მოუწოდებს, "25 მაისისთვის დაგეგმილ პროვოკაციას არ აჰყვეს".

"ბურჯანაძის მიერ შეცდომაში შეყვანილი საზოგადოების მცირე ნაწილს მოვუწოდებთ, პროტესტი გამოუცხადოს ამ პროვოკაციას, ვინაიდან იგი მიმართულია არა ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ!", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100