სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძე: "დაკავებული აქტივისტების ნაწილს შესაძლოა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდონ ბრალი"

"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "არსებობს იმის ალბათობა, რომ კრების დაკავებული აქტივისტების ნაწილს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდებენ ბრალს".

"ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის, მაგრამ 95%-იანი ალბათობით, ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ათეულ ადამიანს, რომლებიც აქციების წინა პერიოდში იყვნენ დაკავებული, შესაძლოა, სახელმწიფო გადატარიალების მცდელობაში დასდონ ბრალი. ისინი ამას ვერ მოასწრებენ, მსოფლიოში არ ბნელა, როგორც მათ ჰგონიათ", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ეს შეიძლება, იყოს შემზადება დღეს ღამე აქციის დარბევისა.

მისივე თქმით, პროვოკაცია მოსალოდნელია და აქციის მონაწილეებს ყოველგვარი პროვოკაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, ბურჯანაძის თქმით, ის დიპლომატიურ კორპუსს საქმის კურსში ჩააყენებს და თხოვს, თავიანთი დამკვირვებლები გამოაგზავნონ, რათა დარწმუნდნენ, რომ არავინ პროვოკაციის მოწყობას არ აპირებს.

"მიტინგი სანქცირებული და მშვიდობიანია", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100