სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიცუბიში მოტორსის კორპორაციამ საქართველოს მთავრობას 5 ელექრო ავტომობილი გადასცა

მიცუბიში მოტორსის კორპორაციამ 5 მიცუბიშის ინოვაციური ელექტრომობილი I-Miev-ი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადასცა .

მიცუბიშ I-Miev-ი ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო ავტომობილია, რომელსაც დატენილ მდგომარეობაში 120-150 კილომეტრის გავლა შეუძლია. მის დატენვას კი 7 საათი სჭირდება.

ელექტრომობილების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე,იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი, მიცუბიში მოტორსის კორპორაციის ევროპა-მცირე აზია-აფრიკის რეგიონების კორპორატიული დირექტორი ტაცუო კაჯი და იბერია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგორიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100