სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამხედრო აღლუმი 26 მაისს ქუთაისში ჩატარდება

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი 26 მაისს ქუთაისში ჩატარდება. როგორც პარლამენტში აცხადებენ, შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროში ამ დრომდე ზუსტდება აღლუმის პროგრამა და დეტალები. რამდენიმე დღის წინ თავდაცვის უწყება ინფორმაციას სამხედრო აღლუმის ქუთაისში ჩატარების შესახებ არც ადასტურებდა და არც უარყოფდა.

შეგახსნებთ, რომ სწორედ 26 მაისსაა დაგეგმილი ქუთაისში პარლამენტის პირველი, სიმბოლური სხდომაც და ეს ღონისძიება პარლამენტის ქუთაისში გადასვლას უკავშირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100