სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილები
მსოფლიოში ყოველდღიურად მრავალი უბედური შემთხვევა ხდება, მაგრამ ტრაგედიები, რომლის შემდეგაც ადამიანი სიკვდილს თავს გაარიდებს და სრულფასოვან ცხოვრებას აგრძელებს, ძალიან იშვიათია. ამ ყოველივეს სასწაულის ძალით გადარჩენას უწოდებენ.
ეს ყველაფერი მართლაც სასწაულია თუ უბრალოდ იღბალი, არავინ იცის. ქვემოთ კი მოცემულია რამდენიმე გამაოგნებელი შემთხვევა, რომელსაც ნამდვილად შეესაბამება ფრაზა: „სიკვდილს თვალებში ჩახედა“. ამ სტატიის გაცნობა და ფოტოების დათვალიერება სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის მიზანშეწონილი არ არის.
მოზარდი, რომელიც ხანჯლის შემთხვევითი დარტყმის შემდეგ გადარჩა
ზანგ ბინი 15 წლის ბიჭია, რომელსაც თავში ხანაჯალი ჩაარტყეს, შედეგად კი ბინი სასწაულებრივად გადარჩენილთა სიას შეემატა. მოზარდმა შინ სკოლის მეგობრები მიიწვია, მაგრამ ერთ-ერთმა სტუმარმა თან საშიში იარაღი მიიტანა. გაურკვეველია, თუ როგორ ჩაერჭო ნახევარმეტრიანი ხანჯალი ზანგს შუბლში ხუთი სანტიმეტრის სიღრმეზე, მაგრამ ცოცხალი რომ არის, მას ნამდვილად გაუმართლა, რადგან ადგილობრივ საავადმყოფოში მის მკურნალობაზე უარი თქვეს.
„სამი თანაკლასელი ჩემთან, სახლში სტუმრად მოვიდა და ერთ-ერთმა ხანჯალი მოიტანა. იგი ჩემგან ორი მეტრის მოშორებით იდგა. მე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლებოდა ამხელა მანძილიდან ხანჯალი თავში მომხვედროდა. მე მწვავე ტკივილი ვიგრძენი და სისხლი იატაკზე დაიღვარა“, - აღნიშნა ზანგმა მას შემდეგ, რაც სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ექიმებმა ბიჭუნას მკურნალობაზე უარი თქვეს, ზანგმა ოთხი საათი უახლოეს სამედიცინო დაწესებულებამდე მგზავრობაში განვლო, სადაც ქირურგებმა საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაუტარეს, ზანგ ბინს კი შუბლზე „სახსოვარი“: რამდენიმესანტიმეტრიანი იარა დარჩა.
ჯარისკაცი, რომელიც თავში დანით მიყენებული ჭრილობის შემდეგ გადარჩა
მეამბოხეებმა ერთ-ერთ ჯარისკაცს შუბლში დანით ჭრილობა მიაყენეს. ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ რკინის სხეული ჯარისკაცის შუბლში ათი სანტიმეტრის სიღრმეზე იყო შესული. ის, რამაც ეს ადამიანი იხსნა სამედიცინო ნოუ-ჰაუ, დიდი იღბალი და ნამდვილი სასწაული გახლდათ.
მამაკაცი, რომელიც გადარჩა მას შემდეგ, რაც თვალში ხანჯალი ჩაერჭო
23 წლის მამაკაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა მას შემდეგ, რაც საკმაოდ დიდი სიგრძის მქონე ხანჯალი მარცხენა თვალის გუგაში ჩაერჭო. ბუი ნგოკ ტუენმა ორ ტაქსის მძღოლთან იჩხუბა და მათ ბუის „საჩუქარიც“ გაუკეთეს.
ტაქსის მძღოლებმა დახმარება მეგობრებს სთხოვეს, რომლებიც მგზავრს ხანჯლებით დაესხნენ თავს. ერთ-ერთმა მოულოდნელად 50 სანტიმეტრიანი ხანჯალი ტუანს მარცხენა თვალში ჩაარჭო. სხვები მსუბუქ დაზიანებებს დასჯერდნენ. ტუანი უცხო ადამიანებმა უახლოეს სამედიცინო პუნქტში მიიყვანეს.
იგი ძალიან რთული ქირურგიული ჩარევის შედეგად გადარჩა მიუხედავად იმისა, რომ ხმალი ტუანის თვალში 10 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო შესული. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არც ტუანის თვალი და არც ტვინი არ დაზიანებულა და იგი დღეისათვის სრულფასოვანი მხედველობისა და გონების პატრონია.
კომენტარი