ჰაიდი კლუმმა ჩუმად გადაიხადა ქორწილი, მისი მეუღლე კი 17 წლით პატარაა მოდელზე
46 წლის სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი და მისი მეგობარი მამაკაცი, 29 წლის მუსიკოსი ტომ კაულიტცი დაოჯახდნენ. ქორწილი წყვილმა თებერვალში ჩუმად გადაიხადა და ამის შესახებ მხოლოდ ახლაღა გახდა ცნობილი.
ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემამ TMZ გაავრცელა. ქორწილი 22 თებერვალს შედგა. სწორედ ამ დროს წერდნენ ტაბლოიდები, რომ ტომმა ჰაიდის ხელი სთხოვა, თუმცა არავინ ელოდა, რომ ისინი ასე მალე დაქორწინდებოდნენ.
დაოჯახებამდე წყვილი ერთმანეთს ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა. ეს ქორწინება კლუმისთვის მესამეა, ხოლო მისი მეუღლისთვის - მეორე.
კომენტარი