ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოვება
ახალგაზრდების მიერ შექმნილი კომპანია „ეი ბი სი ჰოლდინგის“ ინიციატივით და კერძო სკოლა „გორდას“ მხარდაჭერით ჩატარდა ინგლისური ენის ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აჭარის რეგიონში არსებულმა საჯარო და კერძო სკოლის 400-ზე მეტმა მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლემ.
ოლიმპიადის ორგანიზატორებმა მიზნად დაისახეს ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება და მოსწავლეების სასწავლო პროცესის წახალისება.2016 წლის 7 ივლისს გაიმართა ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვება.
9 საუკეთესო მოსწავლეს გადაეცა ფასიანი საჩუქარი და მხატვრული ლიტერატურა.აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე მიესალმა ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს და აღნიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტია ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.
კომენტარი