მსოფლიოში პირველი სომელიეს, ჟერად ბასეს არჩევანი - თამადას ღვინოები
ალკოჰოლური სასმელების კომპანია „GWS”-ის და ღვინო თამადას მოწვევით საქართველოს მსოფლიოში აღიარებული ფრანგი სომელიე ჟერარდ ბასე ესტუმრა.
ცნობილმა სომელიემ პირველად ქართული ღვინო მაისში გასინჯა, თანაც თამადას ბრენდის ქვეშ წარმოებული ღვინოები და მაშინვე გაუჩნდა სურვილი, რომ მის პოპულარიზაციაში მიეღო მონაწილეობა. კარგად შეისწავლა ქართული ღვინის კულტურა და ტრადიციები და ამის შემდეგ შეიმუშავა სპეციალური კონცეფცია თუ როგორ უნდა შევარჩიოთ, ქართულ და ევროპულ სამზარეულოსთან შეხამებულად თამადას ღვინოები.
ჟერარდ ბასე და ღვინო თამადა ქართული ღვინის ტურს ოთხ ქვეყანაში ჩაატარებს. რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ღვინის მოხმარები კულტურის გაზრდას საზღვრებს გარეთ. ოთხივე ქვეყნაში, ადგილობრივ შეფ-მზარეულთან ერთად სომელიე შეარჩევს და დეგუსტაციაზე წარადგენს იმ კერძებსა და დესერტებს, რომელიც აღნიშნულ გემოსთან თანხვედრაშია და ექსკლუზიურად ღვინო თამადას გემოვნურ თვისებებს ერგება.
ექსკლუზიარად ღვინო თამადასთვის, ფრანგმა სომელიემ, რესტორან „ფუნიკულიორის“ ქართველ შეფ მზარეულებთან მარიკა საჯაია და ჯორჯ სილვასთან ერთად შექმნა უნიკალური კერძთა შეხამება. კერძების შეხამების კულტურის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ ღვინის არომატი და გემო უკეთ შევიგრძნოთ.
“თბილისში ყოფნის მიზანია, რომ ქართული ღვინო მაქსიმალურად წარმოვაჩინო. ის ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ევროპაში აღიარებულ ღვინოებს. „თამადას“ ღვინოებიდან გამოვარჩუიე ოთხი, მუკუზანი, წინანდალი, ქინძმარაული და ფიროსმანი. აქედან ორი არის მშრალი ღვინის სახეობა და ორიც ნახევრადტკბილი. სპეციალუარ ამ ღვინოებისთვის შერჩეული მენიუ ღვინის მოყვარულებს დაეხმარებათ წარმოდგენილი ღვინის საუკეთესო თვისებების მაქსიმალურად შეგრძნებაში, ” - ამბობს ჟერარდ ბასე.
და მაინც... თუ როგორ უნდა შევარჩიოთ, ქართულ და ევროპულ სამზარეულოსთან შეხამებულად თამადას ღვინოები?
გოგრის კრემ სუპი გოგრის მარცვლებით - ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო „ფიროსმანი“
ჭარხლის კარპაჩიო გუდა ყველითა და ნიგვზით - მშრალი თეთრი ღვინო „მუკუზანი“
შემწვარი კრევეტები ნივრიანი კარაქით - მშრალი თეთრი ღვინო „წინანდალი“
შემწვარი კომშისა და „პარმა“ ლორის სალათი „პარმაზანის“ ყველით - ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო „ქინძმარაული“
შემწვარი დამარინადებული წიწილა ტყემლის სოუსით - ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო „ფიროსმანი“
ჯოსპერში შემწვარი ორაგულის ფილე წითელი ხიზილალისა და შუშხუნა ღვინის სოუსით - მშრალი თეთრი ღვინო წინანდალი
ბატკნის ნეკნები ქონდრის აჯიკით - მშრალი წითელი ღვინო „მუკუზანი“
შოკოლადის ლავა ნამცხვარი კარამელის ნაყინითა და თხილით - ნახევრად ტკბილი ღვინო „ქინძმარაული“
კომენტარი