პრეზიდენტი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ერლინგ სკიონსბერგს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ერლინგ სკიონსბერგს შეხვდა
შეხვედრა გამოსამშვიდობებელი ხასიათის იყო და მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ერლინგ სკიონსბერგმა გიორგი მარგველაშვილს თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო დემოკრატიის განვითარების სწორ გზას ადგას. საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობასაც, რომელსაც 27 ივნისს მოეწერება ხელი.
„საქართველოს პრეზიდენტთან ძალიან კარგი და მეგობრული საუბარი გვქონდა. მე მივულოცე პრეზიდენტს ადგილობრივი არჩევნების ჩატარება, ასევე აღვნიშნეთ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იყო ძალიან კარგად ორგანიზებული არჩევნები, რომელმაც აჩვენა, რომ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საქართველო სწორ გზას ადგას. ეს, რა თქმა უნდა, ძალზე დასაფასებელია და ჩვენ მოხიბლული ვართ ამ ფაქტით. ნორვეგია ასევე მოხარულია, რომ 27 ივნისს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ პოზიტიურ ნაბიჯს“, - განაცხადა ნორვეგიის ელჩმა.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, საქართველოსა და ნორვეგიას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
კომენტარი