სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადამიანი რომელმაც კორონავირუსით ინფიცირება, სეფსისი, გულის გაჩერება და ორი ინსულტი გადაიტანა, საავადმყოფოდან გაწერეს

31 წლის ბრიტანელი, ომარ ტეილორი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირება, სეფსისი, გულის გაჩერება და ორი ინსულტი გადაიტანა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, პაციენტი მედიკამენტოზურ კომაში იყო, შემდეგ კი ერთი თვის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. მას შემდეგ, რაც გონს მოვიდა, მან მარჯვენა ხელის მგრძნობელობა და ლაპარაკის უნარი დაკარგა. აღმოჩნდა, რომ მან ორი ინსულტი გადაიტანა. მანამდე კი მას სეფსისი და გულის გაჩერება დაუფიქსირდა.

ექიმები მიიჩნევდნენ, რომ პაციენტი ვერასოდეს დადგებოდა ფეხზე და მის გამოჯანმრთელებას სასწაულ მოვლენად მიიჩნევენ.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ომარ ტეილორი საავადმყოფოდან გაწრეს, ექიმები მას ტაშს უკრავდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100