ერთი ბოთლი ლუდის გამო დაჭრილი კურიერის საქმე - შსს-მ ძებნილი პირი დააკავა
ერთი ბოთლი ლუდის გამო დაჭრილი კურიერის საქმე - შსს-მ ძებნილი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 37 წლის, წარსულში ნასამართლევი პირი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. დააკავეს.
ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი კომპანიის კურიერს თ.ს.-ს ორივე ფეხის არეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ნ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში." - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს თბილისში გლოვოს კურიერს, თემო სიგუას თავს დაესხნენ. თემო სიგუას ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა. შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე დღის 18:00 საათზე მოხდა.
კომენტარი