სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი ბერი გაბრიელ სალოსზე ახალ მშენებლობას იწყებს

კორპუსები ქარხნის ნაცვლად - ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს ნაცვლად კორპუსების მშენებლობას იწყებს. საკრებულოს პროექტი დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა. "ელიტა ბურჯის" ტერიტორიაზე, ჯამში, 200 ათასი კვადრატული მეტრი სამშენებლო ტერიტორიის დამტკიცებისთვის საკრებულომ სამშაბათს უნდა იმსჯელოს.

ეს ის შემთხვევაა, როცა ივანიშვილის "ქართუ ფონდი" სამშენებლო ბიზნესში თავად შედის და კორპუსებს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩადგამს. საუბარია 16 კორპუსზე, რომელსაც სარეკრეაციო ზონა არ ექნება.

თბილისის სსაკრებულოს წევრი ენმ-დან ლილე ლიპარტელიანი პირდაპირ ამბობს, რომ მთავრობა არა დედაქალაქის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებით, არამედ ივანიშვილისთვის მლნ-ების შოვნით არის დაკავებული.

დაბრუნდა რუსი ოლიგარქი ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში და წელს პირველივე სხდომაზე დედაქალაქის საკრებულო იმსჯელებს და დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას წარმოდგენილ პროექტზე. ნაცვლად იმისა, რომ ვითარდებოდა 8 კორპუსი, 8 შენობა იყო ამ ტერიტორიაზე და მართლა დიდი კონცენტრირებული პარკი იყო, ასე თუ ისე ჯდებოდა არსებულ განაშენიანებაში მეტნაკლებად. ახლა იქნება 8-ის ნაცვლად 16 კორპუსი და მაქსიმალური სიმაღლე არის 30 სართული. გაქრა სარეკრეაციო ზონა, მხოხლოდ 1 სპორტული მოედანი იქნება. დედაქალაქის საკრეულო როგორც ორშაბათს ურბანულ კომისიაზე, ასევე დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე მორჩულად, მონურად დაუჭერს მხარს დედაქალაქის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებას კი არა, ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის მილიონების შოვნას, - ამბობს თბილისის საკრებულოს ენმ-ს წევრი ლილე ლიპარტელიანი.

ოპოზიცია დარმწუნებულია, რომ ივანიშვილის მხარდასაჭერად საკრეულო ყველაფერს გააკეთებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100