სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„პრევენცია განვითარებულ ქვეყნებში უკანასკნელ წლებში მედიცინის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია!“ – შორენა ჭიოკაძე, კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელი

ზოგადად, ლაბორატორიულ მედიცინაში უკანასკნელ წლებში ადგილი აქვს უდიდეს პროგრესს, რაც ასოცირდება ერთის მხრივ იმ წარმატებებთან, რომლებიც აღინიშნება ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე რთული ბიოქიმიური პროცესების უჯრედულ დამოლეკულურ დონეზე შესწავლასთან, განსაკუთრებით ახალ აღმოჩენებთან გენეტიკის დარგში, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს. მეორეს მხრივ ახალი ტექნოლოგიების, მსოფლიოს წამყვანი სადიაგნოსტიკო ფირმების მიერ მაღალი სიზუსტის აპარატურის შექმნასთან და სრულყოფასთან.

სწორედ ამან გამოიწვია კვლევების როგორც ხარისხის გაუმჯობესება, ასევე რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, ამ უკანასკნელმა კი თავის მხრივ მოითხოვა ექიმების ყურადღებისგამახვილება ლაბორატორიული სამსახურის თანამედროვე ხედვაზე.

ჯანმრთელობის სახლის ლაბორატორია დაკომპლექტებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე აპარატურით და გამოცდილი მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს გამოკვლევების შედეგების სიზუსტეს, სანდოობას და ორიენტირებულია ინოვაციების დანერგვაზე .

ჯანმრთელობის სახლის ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელი მედიცინისდოქტორი : შორენა ჭიოკაძე

რა სერვისები გაქვთ და რით გამოირჩევა თქვენი ლაბორატორია?

ლაბორატორია 18 წლის წინ დაარსდა და ჩვენს პაციენტებს ვთავაზობთ მულტიპროფილურკვლევებს. ეს მიმართულებებია:

კლინიკური, როგორც ავტომატურ ხუთდიფერენცირებულ ანალიზატორზე, ასევემიკროსკოპული კვლევები.

ბიოქიმიური: თირკმლის, ღვიძლის ფუნქციების, ლიპიდური სპექტრის შემაფასებელიტესტები, გაზები, ელექტროლიტები, მიკროელემენტების ფართო სპექტრი, ცილები,ვიტამინები და სხვა.

სეროლოგიური: ინფექციების სეროლოგიური დიაგნოსტიკა B, C, HIV, სიფილისისსკრინინგი.

იმუნოლოგიური: ფარისებრი ჯირკვლის, სასქესო ჰორმონების, სხვადასხვააუტოანტისხეულების, ორგანოსპეციფიური სიმსივნური მარკერები

ჰემოსტაზის კვლევებში გამოირჩევა ჩვენი ლაბორატორია, გარდა იმ კუაგულაციურიპარამეტრების სკრინინგისა (კოაგულოგრამა), რაც თითქმის ყველა ლაბორატორიაში კეთდება, ჩვენთან სრულყოფილად არის შესაძლებელი სხვადასხვა ბუნებრივი ანტიკუაგულანტების, ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების, ასევე ჰომოცისტეინის, ფოლატების კონცენტრაციისგანსაზღვრა, რაც გავლენას ახდენს ჰემოსტაზზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გენეტიკურიდა შეძენილი თრომბოფილიის დიაგნოსტიკა

რა უპირატესობა აქვს გენეტიკური თრომბოფილიის შესწავლას ?

ზოგადად გენეტიკის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანის ჯანმრთელობაში.

შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ვდგავართ რევოლუციური გარდაქმნების წინაშე გენეტიკისდარგში, შევდივართ პერსონალიზებული მედიცინის ეპოქაში, რაც იმას ნიშნავს რომ ყველაპაციენტს დაჭირდება მკურნალობის ინდივიდუალური მიდგომა, რაც სწორედმოლეკულურ დიაგნოსტიკაზეა დამოკიდებული. გენომის ცოდნა უდევს საფუძვლად ზუსტმედიცინას და კლინიცისტების წარმატებას.

თრომბოფილია სამედიცინო ტერმინია, რომელიც სიტყვასიტყვით “თრომბოზისსიყვარულს” ანუ თრომბოზისადმი მზაობას ნიშნავს.

გენეტიკურ თრომბოფილიას მედიცინა სულ ცოტა ხანია იცნობს. თრომბოფილიის გენებითავის მხრივ პასუხს აგებენ იმ ნივთიერებათა მეტაბოლიზმზე რომლებიც უზრუნველყოფენნორმალურ ჰემოსტაზს.

ბოლო წლების განმავლობაში აღმოჩენილ იქნა მუტაციები, რომლებიც იწვევსთრომბოზებისადმი მიდრეკილებას და გადაეცემა მემკვიდრეობით. ეს კი შასაძლოა გახდესახალგაზრდა ასაკში ინსულტის, ინფარქტის,ღრმა ვენების თრომბოზის, ასევე თვითნებითიაბორტების, მკვდრადშობადობის, სამეანო გართულებების მიზეზი. ამ დროსმოსალოდნელია, დაითრომბოს სავსებით ჯანმრთელი (დაუზიანებელი )სხვადასხვაკალიბრის და ლოკალიზაციის სისხლძარღვი, გასკდეს და გამოიწვიოს სისხლჩაქცევა, ასევეგანავითაროს ირგვლივ მდებარე ქსოვილების ჰიპოქსია და კვების დეფიციტი. ასეთი რამშეიძლება ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს დაემართოს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თრომბოფილიის დროულაღმოჩენას, რადგან მისი მკურნალობა რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს.

ორსულობის დროს განსაკუთრებით არასასურველ შედეგებამდე მივდივართ, რადგან ესეხება პლაცენტარულ სისხლის მიმოქცევას და შესაბამისად ნაყოფისათვის ჯანგბადისა დასაკვები ნივთიერებების მიწოდების დარღვევას. აქვე უნდა აღინიშნოს რომ თავადორსულობა იწვევს სისხლის შედედების უნარის მომატებას, რასაც ამ დროს დამცველობითიდატვირთვაც აქვს და სჭირდება ორსულის ორგანიზმს რათა რაც შეიძლება სწრაფად იქნასშეწყვეტილი ყველანაირი გენეზის სისხლდენა, რადგან ნაყოფის განვითარებისთვისგანსაკუთრებით სარისკოა დედის თუნდაც მცირე მოცულობის სისხლის დანაკარგი.

თრომბოფილია კი არის მდგომარეობა როდესაც ქალის სისხლის შედედების უნარი იმაზემეტადატა მომატებული ვიდრე ამას ორსულისთვის დამახასიათებელი ჰიპერკოაგულაციაითვალისწინებს. მოლეკულური დიაგნოსტიკაზე დამყარებული კვლევები გვაძლევსპრევენციის საშუალებას პაციენტის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და გვეხმარებამოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილებაში.

რაც შეეხება შეძენილ თრომბოფილიას, მისი კლასიკური მაგალითიაანტიფოსფოლიპიდური სინდრომი. ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომელსაცსაფუძვლად უდევს საკუთარი უჯრედების ამოცნობის და მათ მიმართ იმუნურიტოლერანტობის პროცესების დარღვევა. მოგეხსენებათ, ფოსფოლიპიდები განლაგებულიათრომბოციტების,სისხლძარღვების ენდოთელური უჯრედების, ნერვული უჯრედებისმემბრანაზე. ამ დროს იმუნური სისტემა ჯერ დაუდგენელი მექანიზმის გამო ვეღარ ცნობსსაკუთარ სისხლძარღვის უჯრედებს, აღიქვამს მას როგორც უცხოს და იწყებს მათწინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას, რის შედეგადაც სისხლძარღვში ვითარდებაასეპტიური (არაინფექციური წარმოშობის ანთებითი პროცესი, მას თრომბოზულვასკულოპათიას უწოდებენ, რომელსაც ასევე შეუძლია ახალგაზრდა ასაკში გამოიწვიოსიშემიური ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი ,პლაცენტის არტერიის თრომბოზი,ფეტოპლაცენტარული უკმარისობა და სხვა გართულებები,როგორც ორსულობისგანმავლობაში,ასევე ლოგინობის ხანაში.

როგორ მივიტანოთ ეჭვი თრომბოფილიაზე?

თრომბოფილია სამწუხაროდ ჩვეულებრივ კოაგულოგრამაში არ ჩანს. ექიმმათრომბოფილიაზე ეჭვი უნდა მიიტანოს, თუ:

პაციენტს შეშუპებული აქვს კიდურები, აღნიშნავს სიმძიმის შეგრძნებას, ტკივილს,გამოხატული აქვს ვენური ქსელი ან მიკროსისხლჩაქცევები. მომატებული არტერიულიწნევა. ღამის კრამპები უეცარი დაჭიმვა (მაგრამ ეს შესაძლოა კალციუმის და სხვამინერალების დეფიციტის ან სხვა მიზეზით იყოს გამოწვული)

მნიშვნელოვანია ოჯახური ანამნეზი თრომბოზი (მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიურიინსულტი, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) ახალგაზრდაასაკში (50 წლამდე) ახლო ნათესავებში უეცარი სიკვდილი.

პრეეკლამფასია ორსულობის დროს,პლაცენტის ნაადრევი აშრევება, ნაყოფის განვითარბისშეფერხება, HELLP სინდრომი. ანამნეზში მკვდრადშობადობა, სპონტანური აბორტები.მართალია პროტოკოლის მიხედვით ორი ან მეტი თვითნებითი აბორტის შემთხვევაშიუნდა მივიტანოთ ეჭვი თრომბოფილიაზე. მე პატივს ვცემ რასაკვირველია ჩვენს ნაციონალურ გაიდლაინებს, მაგრამ ვფიქრობ თუ სხვა ანატომიური, ჰორმონალური და ა.შ. მიზეზები გამორიცხულია, ერთი შეწყვეტილი ორსულობის შემდეგაც სასურველია რომ გამოვიკვლიოთ პაციენტი ამ მიმართულებით და მოვამზადოთ შემდეგი ორსულობის დაგეგმვამდე.

რამდენად ხშირად გხვდებათ ეს პრობლემა ?

ჩვენ ძირითადად მოგვმართავენ მიზანმიმართულად პაციენტები ორი, სამი, ოთხი და მეტი(თორმეტიც თვითნებითი აბორტიტაც მყოლია პაციენტი) შეწყვეტილი ორსულობით,რომლებთანაც საკმაოდ ხშირად ვხვდებით მულტიგენურ თრომბოფილიას რაც ნიშნავსრამოდენიმე გენის მუტაციას ერთად ან კომბინირებულ ფორმებს შეძენილთრომბოფილიასთან .

ასეთ შემთხვევებში ორსულობა განსაკუთრებულ, სპეციფიურ მართვას მოითხოვსგინეკოლოგის და ჰემატოლოგის მიერ ერთად! მემკვიდრეობითი თრომბოფილიის აღმოჩენამნიშვნელოვანია არა მარტო პაციენტისთვის, არამედ მთელი მისი შთამომავლობისთვის.

რა არის თრომბოზის რისკ ფაქტორები?

ჭარბი წონა
იმობილიზაცია,(ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი)
ნებისმირი ქრონიკული ანტებითი დაავადება
ტრავმა
ფრენა ,დიდ მანძილზე მგზავრობა ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით. ამ დროს ხდებასისხლის შეგუბება ქვედა კიდურების ვენებში
ქირურგიული ჩარევა
ავთვისებიანი სიმსივნე
შაქრიანი დიაბეტი
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია
კონტრაცეპტივების გამოყენება
ექსტრაკორპორალური განაყოფიერება

გენეტიკურ ლაბორატორიაში კიდევ რა სახის კვლებს ატარებთ?

ტარდება აგრეთვე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა

როგორიცაა ქლამიდია, გონორეა, პაპილომა ვირუსის გენოტიპირება. პჯრ მეთოდს გააჩნიაუნიკლური სპეციფიურობა და მგრძნობელობა (99,9%)ეს მეთოდი მნიშვნელოვანია ისეთიინფექციების გამოსავლენად, რომელთა კულტივირება რთულია. მაგალითად ქლამიდიაგახლავთ უჯრედშიდა მიკროორგანიზმი, რომლის დიაგნოსტიკა შესაძლებელიაიმუნოქრომატოგრაფიით, იმუნური ფლუორესცენციის და სხვა მეთოდებით, მაგრამმგრძნობელობა და სპეციიურობა გაცილებით დაბალია, შესაძლებელია ვერ აღმოჩნდეს ანპირიქით მივიღოთ ცრუ დადებითი, რის გამოც კლინიცისტი შესაძლებელია შევიყვანოთშეცდომაში, ამიტომ მივმართავთ დნმ მეთოდს.

რაც შეეხება პაპილომა ვირუსის გენოტიპირებას, იგი საშვილოსნოს ყელის კიბოსსკრინინგის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს პაპ ტესტთან და კოლპოსკოპიასთანერთად. პაპილომა ვირუსის 200 ზე მეტი გენოტიპი არსბობს აქედან 40 -ამდე გადაეცემასქესობრივი გზით, მაგრამ ჩვენ ვიკვლევთ მხოლოდ იმ 14 მაღალი რისკის გენოტიპს,რომლებიც იწვევს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიურ ცვლილებებს, კიბოსწინარედაავადებებს და კიბოს. ეს კვლევა ეხმარება ექიმს სწორად განსაზღვროს მკურნალობისშემდგომი სტრატეგია და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება შემგომი მონიტორინგისთვის დატესტის განმეორებით ჩატარებაზე ალგორითმული სქემის მიხედვით.

რა დროს უნდა გავიკეთოთ ეს კვლევა?

თუ პაპ-ტესტის პასუხი არის საეჭვო: გაურკვეველი მნიშვნელობის ატიპიური ბრტყელეპითელურ უჯრედები ( ASCUS ) ან საშვილოსნოს ყელის დაბალი ხარისხისინტრაეპითელურ დაზიანება CIN1

დროულად აღმოჩენილი ადამიანის პაპილომა ვირუსი - საშვილოსნოს ყელის კიბოსპრევენციაა . ვფიქრობ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირმირებულება იმდიაგნოსტიკური ტესტების გამოყენებაზე პრაქტიკაში, რომლებიც გვეხმარებაჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილებაში.უნდა აღინიშნოს რომ პრევენცია განვითარებულ ქვეყნებში უკანასკნელ წლებში მედიცინისგანვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია!

☎️ტელ: 2 25 90 50; 2 25 90 70
მის მის: წინანდლის 9/20
შემოგვიერთდით ფეისბუქზე - https://www.facebook.com/hhealthhouse/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100