სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პიტი და ჯოლი მალტაში, ციხესიმაგრეში იცხოვრებენ

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი დროებით საცხოვრებელ ადგილს იცვლიან. მათ 11 მილიონ დოლარად იჯარით სახლი მალტაზე იქირავეს, სადაც ბავშვებთან ერთად ზაფხულს გაატარებენ. გუარენა პალასი მე-18 საუკუნის შუახანებშია აგებული. შენობას საინტერესო ისტორია აქვს. 1750 წელს ის წმინდა იოანეს ორდენის რაინდის პეტრო ფრანჩესკო როვერო დე ლა გუარენის მიერაა აშენებული და ციხესიმაგრის ფუნქციას ასრულებდა. ბრედ პიტი დასვენებასთან ერთად აქ საქმითაც დაკავდება. ივლისში აქ მსახიობის კომპანიის პროდიუსერობით ახალი ფილმის გადაღებები დაიწყება. წინასწარი პროგნოზით, ეს პროექტი კუნძულის ეკონომიკას 30 მილიონ დოლარს მოუტანს.

მუდმივ საცხოვრებლად კი წყვილს საფრანგეთის სამხრეთი აქვს არჩეული. შატო მირავალის არქიტექტურულ შედევრში ჯოლი დედამთილ-მამამთილთან ერთად ცხოვრობს, პიტის მშობლებმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ შვილიშვილების გაზრდაში წვლილი მათაც შეიტანონ. თუმცაღა ბავშვებს ამისათვის კიდევ 6 ძიძა ჰყავთ.

მსახიობების სახლი ხმის ჩამწერი სტუდიითაც არის აღჭურვილი. წყვილმა გადაწყვიტა დროებით დაისვენოს ჰოლივუდისგან და სწორედ ამ სტუდიაში ახმოვანებენ თავიანთ როლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100