სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომაროვის STEM ბანაკის ფარგლებში ტექნოლოგიების დღე გაიმართა

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია განათლების მხარდაჭერასა და ტექნოლოგიური პროფესიების პოპულარიზაციას აქტიურად აგრძელებს. ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში STEM ბანაკის მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიების დღე გაიმართა. ლექციაზე საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ისაუბრა თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი, Meta და მისი მომავალი. ასევე, ალგორითმული ექსპერიმენტები, Blockchain ტექნოლოგიები და მისი გამოყენების პრაქტიკული მაგალითები. შეხვედრაზე საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველმა პარტნიორმა, მედეა ტაბატაძემ კი ისაუბრა მომავლისა და ტექნოლოგიურ პროფესიებზე.


საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველი, კომაროვის STEM ბანაკი 26 ივნისს დასრულდა, რომლის ფარგლებშიც STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებებით დაინტერესებული X და XI კლასის 60 მოსწავლე ბაკურიანში იმყოფებოდა. მოსწავლეები ძირითადად რეგიონების სკოლებიდან შეირჩნენ და ისინი ზაფხულის არდადეგების ერთ კვირის განმავლობაში შეხვდნენ STEM მიმართულებებით ქვეყნის გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს; გაიღრმავეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა; გაიცნეს მსგავსი ინტერესების მქონე მოსწავლეები მთელი საქართველოდან; მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ფიზიკურ და გასართობ აქტივობებში.

ინფორმაციისთვის, კომაროვის ზაფხულის სკოლა ინოვაციური პროექტია, რომელიც აგებულია ბრიტანული საზაფხულო სკოლის მოდელზე, თუმცა ადაპტირებულია მოსწავლეების ინტერესებთან და საჭიროებებთან. ბანაკის მიზანი მომავალი STEM ლიდერების აღმოჩენა და ახალი შესაძლებლობების შექმნით მათი ტალანტის რეალიზების ხელშეწყობაა. ბანაკში მთავარი აქცენტი მათემათიკის, ფიზიკის, ქიმია-ბიოლოგიისა და ტექნოლოგიების სპეციალური, საინტერესო და ექსპერიმენტული ფორმით სწავლებაზე იყო გაკეთებული. მთელი პროგრამა ორინეტირებული იყო, რომ მოსწავლეებს უკეთ გაეგოთ რამდენად მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია ეს დისციპლინები.

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ახალაგაზრდების მოტივირებას, პროფესიის შერჩევის დროს მათ მხარდაჭერას და ტექნოლოგიურ პროფესიებზე ცნობადობის ზრდას. სწორედ ამიტომ, კომაროვის STEM ბანაკს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკი უწევდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100