სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოთში ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა

ფოთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული 70 წელს გადაცილებული ექიმია, რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა მხეიძის განცხადებით, პაციენტის ოჯახის წევრების ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

„პირველი შემთხვევაა ფოთში. დაუდასტურდა ექიმს, რომელიც არის ქობულეთის კლასტერიდან. პირველ რიგში ვიკვლევთ ოჯახის წევრებს, შემდეგ გავაგრძელებთ კვლევას. პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“, - განაცხადა მხეიძემ.

ქობულთის სამედიცინო ცენტრი 8 აპრილს დაიკეტა, რადგან კლინიკაში სხვადასხვა ჩივილით კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლის პაცინეტის ახლობლები მკურნალობდნენ. მიმდინარეობს საკითხზე სამედიცინო მოკვლევა, დაუშვეს თუ არა ექიმებმა რაიმე შეცდომა.

საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462 მოქალაქე რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100