სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

3 მარტის ასტროლგიური პროგნოზი

ვერძი

დღე წარმატებული იქნება თუ თქვენ კარგად იმუშავებთ. დღეს ოპტიმალურ საინტერესო გადაწყვეტილებას იპოვით, გადაუჭრელი პრობლემის მიმართ. მეგობრის რჩევა სასარგებლო იქნება. არ მოდუნდეთ, თქვენთვის აუცილებელია დღეს გონების მოკრეფა.

კურო

დღეს საკუთარ თავს თავადაც ვერ გაუგებთ და თქვენ გარშემომყოფთ ამაზე ნუ მოსთხოვთ პასუხს. ჯობია მოძებნოთ ისეთი ადამიანი ვინც მოგისმენთ, ვიდრე მთელი დღე იმაზე იფიქროთ: "ვინ ვარ და საერთოდ რას ვაკეთებ".

ტყუპები

ყველაფერი, რასაც დღეს გააკეთებთ არასერიოზულია. ასე რომ, დიდად რომ არ განიცადოთ ამასთან დაკავშირებით, უკეთესი იქნება ეს დღე გაატაროთ მხიარულ ატმოსფეროში.

კირჩხიბი

დღეს ცხოვრება გარკვეულ სიტუაციაში მოგახვედრებთ, რომელიც წარმატებებს გპირდებათ, მაგრამ თავბრუ არ დაგეხვეთ მიყევით დინჯათ და დაფიქრებით.

ლომი

ინფორმაციას სიფრთხილით მოეკიდეთ. საქმეების მოგვარებაში ახლობლები დაგეხმარებიან. გქონდეთ მათი თანადგომისა და მხარდაჭერის იმედი. თუ დღის ბოლოს ქალაქიდან გაემგზავრებით, იყავით ფრთხილად, ყურადღება არ მოადუნოთ.

ქალწული

ამ პერიოდში თამამად შეგიძლიათ წახვიდეთ რისკზე, შეუდგეთ ახალი გეგმების განხორციელებას, გაწევრიანდეთ რაიმე ახალ ორგანიზაციაში და გამოიცვალოთ სამსახური. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მაღალი იქნება და თქვენც ადვილად მიაღწევთ დასახულ მიზნებს.

სასწორი

საშუალება მოგეცემათ, თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ. საპირისპირო სქესის მოხიბვლას ადვილად შეძლებთ. ეს დღე იდეალურია ფინანსური ოპერაციებისთვის.

მორიელი

დღევანდელი დღე არ იქნება მდიდარი მოვლენებით. პირველ პლანზე წამოიწევს პირადი ცხოვრება. თქვენ სერიოზულად დაგეგმავთ ცვლილებებს ოჯახში, რომლებიც რემონტთან ან ბინის შეცვლასთან იქნება დაკავშირებული.


მშვილდოსანი

დღეს უამრავი იდეა და თითქოს მომგებიანი წინადადება დაგატყდებათ თავს. დარწმუნებული იყავით, რომ ეს იდეები მხოლოდ მცდარი მიმართულებით წაგიყვანთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით მომთმენი.

თხის რქა

დღეს,რა საქმესაც უნდა მოჰკიდოთ ხელი, წარმატება გარანტირებული გაქვთ, ახლოვდება პერიოდი, როცა წარმატებას ერთდროულად რამდენიმე სფეროში მიაღწევთ.

მერწყული

დღე წარმატებული იქნება იმათთვის, ვინც შვებულებას ქალაქგარეთ ატარებენ. სამსახურში ბევრი სირთულე გელით. ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. იყავით მაქსიმალურად მომთმენი.

თევზები

ეცადეთ სწორად დაგეგმოთ სამომავლო საქმეები. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრა. ასევე ნათესავებთან ან მეგობრებთან ტელეფონით საუბარი. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ეცადეთ დრო სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100