ხატია დეკანოიძე: როგორც ჩანს, საპატრიარქომ დაჟინებით არ მოითხოვა დეკანოზის შეწყალება... ეს უფრო პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ჰგავს
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის შეფასებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ დეკანოზს გიორგი მამალაძეს შეიწყალებდნენ.
მისი თქმთ დეკანოზის თავისუფლებაზე ყოფნა ბიძინა ივანიშვილს არ სურდა.
„ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილი, არ სურს დეკანოზის თავისუფლება და გასაგებია, რატომაც არ სურს ვინაიდან, მთელი ეს საქმე არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშნით, უზუსტობით, ძალიან ბევრი ფარისევლობით და გაყალებებით მოცული.
როგორც ჩანს, საპატრიარქომ დაჟინებით არ მოითხოვა დეკანოზის შეწყალება. ეს უფრო პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ჰგავს. როგორც წესი, საპატრიარქოს მხრიდან თითოეულ მოთხოვნას ხელისუფლება ეკიდება ყოველთვის ძალიან დიდი სიფრთხილით. როგორც ჩანს, დეკანოზი გიორგი მამალაძის თავისუფლება ნამდვილად არ უნდოდა უფრო მეტად ბიძინა ივანიშვილს და როგორც ჩანს არც საპატრიარქოს,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კომენტარი