სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას.

ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე წყაროსუბნის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს ქალაქის კეთილმოწყობის საკუთარი ხედვები გააცნო და არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

იოსებ მაკრახის თქმით, მომალ წელს ქალაქში პრიორიტეტული იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ასევე აგრძელებს კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი. იგი ადგილობრივ მოსახლეობას სოფელ ახალქალაქში შეხვდა.

მან სამომავლო გეგმებზე და რაიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100