სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსი ღალატის შემდეგ

ქალების ფსქიოლოგია რთულია და მათთვის სექსი და სიამოვნება ასოცირდება საყვარელ ადამიანთან, იმასთან ვისაც ენდობიან.

ღალატის შემთხვევაში ნდობა იკარგება არა მხოლოდ პარტნიორის, არამედ მთელი მამრობითი სქესისადმი.

სამწუხაროდ ბედნიერი ურთიერთობა ვერ შედგება უნდობლობის ფონზე. ყველა ურთიერთობა ერთგვარი რისკია, რადგანაც არავინ არ იცის რა როგორ დასრულდება.

ღალატის დროს ცოლ-ქმარს შორის აუცილებელია დამოკიდებულება დალაგდეს, ამისთვის უნდა გადაიდგას მნიმუმ 2 ნაბიჯი:

ნაბიჯი 1: პატიება

პირველ რიგში აუცილებელია პატიება. ძველ ემოციებს დიდი გავლენა აქვს ადამიანზე და ხშირად ხელს უშლის წინსვლაში. შეუძლებელია ადამიანი ცხოვრობდეს და ამავდროულად ერთ ადგილზე იდგეს.

პატიებას ქალს ათავისუფლებს მძიმე ტვირთისგან და ხელს უწყობს ურთიერთობის დალაგებას. ხშირად ღალატი არის სიგნალი, რომელიც აცნობებს ქალს, რომ დროა ურთიერთობა ძირეულად შეიცვალოს. ამ ყველაფერმა შეიძლება დაანგრიოს ოჯახი, ან პირიქით, წყვილის დამოკიდებულება გაუმჯობესდეს შერიგების შემდეგ.

ნაბიჯი 2: საუბარი

პატიების მერეც კი ვერ გვარდება ნდობის საკითხი. ძნელია, ენდო კაცს, რომელმაც გიღალატა. თუ წყვილს უნდა ურთიერთობის შენარჩუნება, აუცილებელია დასხდნენ და ილაპარაკონ.

ღალატი არის იმის მიღება, რაც მამაკაცს აკლია სახლში. ქალმა სწორედ ეს უნდა გაიგოს, უნდა გაარკვიოს, რა აკლია მის პარტნიორს, რა უნდა შეიცვალოს მომავალში, რის გამო გადადგა მამაკაცმა ასეთი სარისკო ნაბიჯი.

საუბარი იძლევა საშუალებას დადგინდეს სიმართლე, გაირკვეს, ღირს ურთიერთობის რეანიმირება თუ არა.

ყველაფრის გარკვევის მერე დგება სექსზე საუბრის დროს. ქალმა უნდა გაიგოს, რა მიიღო მისმა პარტნიორმა სხვა ქალისგან და უნდა ეცადოს (თუ ურთიერთობის შენარჩუნებაზე ფიქრობს) ყველაფერი გააკეთოს სწორად. მამაკაცმა კი უნდა ისწავლოს, რომ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილება ცოლთანაც შეიძლება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100