სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვეფხისტყაოსნის გმირების ქუჩები თბილისში

ვეფხისტყაოსანი ქართველებისთვის მთავარი ლიტერატურაა და ძალიან კარგია ქუჩებზე ნაწარმოების გმირების სახელები თაობებს დარჩება “-ასეთი განცხადება გააკეთა „პირველ რადიოსთან“ საუბრისას საკრებულოს წევრმა ლაშა იმედაშვილმა, რომელიც 2012 წელს კომისის თამჯდომარე იყო.

“ საჯარო რეესტრთან ერთად დიღომში დიდი ტერიტორია დამისამართდა , უსახელო ქუჩები იყო და გადაწყდა რომ ამ ადგილებს მთავარი ნაწარმოების გმირების სახელები დარქმეოდა . ვეფხისტყაოსანი ჩვენი მთავარი ლიტერატურა და ვფიქრობ მათი გმირების სახლები რომ ქუჩების სახით თაობებს შემორჩეს ძალიან კარგი იქნება. „ - განაცხადა საკრებულოს წევრმა ლაშა იმედაშვილმა . თბილისის საკრებულომ, ვაკე-საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომის უსახელო ქუჩებს, მასთან არსებულ ჩიხებს და შესახვევებს ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების სახელები მიანიჭა.48-ე ქუჩას - მურადინ - ფრიდონის ქუჩის სახელმწოდება მიენიჭა, 52-ე ქუჩას – მელიქ-სურხავის ქუჩა დაერქვა, 53-ე ქუჩას – მულღაზანზარის ქუჩა, 54-ე ქუჩას - გულანშაროს ქუჩა, 55-ე ქუჩას – ფატმანის ქუჩა, 56-ე ქუჩას – როსტევანის ქუჩა, 58-ე ქუჩას – უსენის ქუჩა, 59-ე ქუჩას – ასმათის ქუჩა, 60-ე ქუჩას - თინათინის ქუჩა, 68-ე ქუჩას - დავარის ქუჩა, 73-ე ქუჩას – შერმადინის ქუჩა, 74-ე ქუჩას – ნესტან - დარეჯანის ქუჩა, 78-ე ქუჩას – ავთანდილის ქუჩა, 79-ე ქუჩას – ტარიელის ქუჩა, 87-ე ქუჩას – ხატაეთის ქუჩა, 94-ე ქუჩას – ვეფხისტყაოსნის ქუჩა, 95-ე ქუჩას – ჭაშნაგირის ქუჩა, 98-ე ქუჩას – ფარსადანის ქუჩა, ხოლო 106-ე ქუჩას – რამაზის ქუჩა ეწოდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100