სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის მეკარე დავით ჯინჭარაძე ტრაგიკულად დაიღუპა

ა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კან­დი­და­ტი და­ვით ჯინ­ჭა­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ავ­რცე­ლებს. მათი ცნო­ბით, მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო ფუტ­სა­ლის ლი­გის მე-6 ტუ­რის მატ­ჩე­ბი აღარ გა­ი­მარ­თე­ბა. "სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ფუტ­სა­ლის მო­თა­მა­შეს და­ვით ჯინ­ჭა­რა­ძის ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. და­ვით ჯინ­ჭა­რა­ძე კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფუტ­სა­ლის კლუ­ბის წევ­რი იყო. სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია უსამ­ძიმ­რებს და­ვით ჯინ­ჭა­რა­ძის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს, თა­ნა­გუნ­დე­ლებ­სა და სრუ­ლი­ად სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­როს. მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო ფუტ­სა­ლის ლი­გის მე-6 ტუ­რის მატ­ჩე­ბი 3 დე­კემ­ბერს არ გა­ი­მარ­თე­ბა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. ჯინ­ჭა­რა­ძე 24 წლის იყო. ის კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფუტ­სა­ლის კლუ­ბის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი მე­კა­რე იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100