მექსიკის პირველი მეკარე, რომელმაც „ზიდანის დარტყმა“ გაიმეორა, ნაკრებიდან გარიცხეს (ვიდეო)
მექსიკის ჩემპიონატის ერთ-ერთი კალენდარული შეხვედრის შემდეგ მასპინძელი გუნდისა და მექსიკის ნაკრების მეკარემ ხოსე დე ხესუს კორონამ თითქმის ზუსტად გაიმეორა ფეხბურთის ლეგენდის - ზინედინ ზიდანის დარტყმა: მან მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელს თავი დაარტყა, ოღონდ, ზიდანისგან განსხვავებით, არა მკერდში, არამედ - სახეში.
ამ ინციდენტის შემდეგ ფეხბურთელის მიმართ სანქციის გამოყენებაში ყველას მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაასწრო, რომელმაც განაცხადა, რომ არასპორტული და უღირსი საქციელის გამო გოლკიპერი ნაკრებიდან გარიცხულია.
კომენტარი