ბიჭი, რომელიც 15 აპრილს მევლუდ მელაძის ვაჟთან ერთად ავარიაში მოყვა და კომაში იმყოფებოდა, დაიღუპა
16 წლის ბექა ჭიღიტაშვილი, რომელიც 15 აპრილს ავარიაში მოყვა და სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, დაიღუპა.
მასთან ერთად ავტომობილში სალომე გველესიანისა და მევლუდ მელაძის ვაჟი ნიკა ჯორჯაძე იმყოფებოდა, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა 15 აპრილს მოხდა. დიდი სიჩქარით მიმავალი ბეემვეს მარკის ავტომობილი ხეს შეასკდა. მანქანაში ოთხი ახალგაზდა იჯდა. წინ მჯდომი ორი ბიჭი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ბექა ჭიღიტაშვილი ტრაგედიის მომენტიდან კომაში იმყოფებოდა და მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლებოდა.
კომენტარი