ხილის ტორტი
მასალა: ალუბალი მორელი სიროფით – 2 ჩაის ჭიქა, გაყინული ჟოლო – 2 ჩაის ჭიქა, ალუბლის არაყი – 3 სუფრის კოვზი, ჟოლოს სოუსი – (250 გრამ ჟოლოს დავასხათ 1-2 სუფრის კოვზი ჟოლოს ლიქიორი და კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ კი წვრილ საცერზეც გავატაროთ. დავამატოთ 2-4 შაქრის ფხვნილი და კარგად ავურიოთ), სქელი ნაღები – 6 სუფრის კოვზი.
ალუბალს მოვაშოროთ კურკები და დავჭრათ. ნაღებისგან ავთქვიფოთ კრემ შანტილი. გალღობილ ჟოლოს დავუმატოთ არაყი და დაჭრილი ალუბალი. ფრთხილად ავურიოთ და გავაციოთ. ავიღოთ ფორმა, ჟოლოს ნარევით ამოვავსოთ ნახევრამდე და შევდგათ საყინულეში. შემდეგ ფორმიდან ამოვიღოთ, დავასხათ მალინის სოუსი და გავაფორმოთ კრემ შანტილით. ასევე ზემოდან გავაფორმოთ ჟოლოს ნაყოფით, ყვავილით და ფოთლებით.
კომენტარი