სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვაკის პარკში მიმდინარე აქციისას სიტყვით გამოვიდა მამა დავით ისაკაძე და რუსთაველზე შეკრებილ ხალხს მარგინალები უწოდა

ვაკის პარკში მიმდინარე აქციის მონაწილეებთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი, მამა დავით ისაკაძე მივიდა და მმკ-ს სახელით სიტყვით გამოვიდა. მან რუსთაველზე შეკრებილ ხალხს მარგინალები უწოდა და მოუწოდა იქ მყოფებს, რომ არ დაუჯერონ ტელეკომპანია რუსთავის 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:


"ჩვენს შეკრებას მე აქციას ვერ დავარქმევ, რადგანაც ეს არის საზოგადოების ყრილობა, რომელიც გამოხატავს პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშრებით. აქ შეკრებილია საზოგადოების ფართო სპექტრი, რომელსაც გააჩნია საკუთარი მოსაზრება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მე მინდა გთხოვოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც ნერვიულობთ, თუ რას ამბობს რუსთავი 2 ან რას აცხადებენ იმ მარგინალურ აქციაზე, პოლიტიზირებულ აქციაზე, გთხოვთ, არანაირი კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გააკეთოთ, არ ინერვიულოთ. ეს იქნება ჩვენი სისუსტე, თუ ჩვენ მათ პასუხს გავცემთ და თავის მართლების რეჟიმში ჩავდგებით. რუსთავი 2 არის რუპორი ფაშისტური ორგანიზაციების - ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოსი" - განაცხადა სასულიერო პირმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100