როგორ გავიღვიძოთ დილით ადრე ძალისხმევის გარეშე?
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი იდეალური დილა? ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართათვის იდეალური დილა მათ წარმოდგენაში იწყება სუფთა ჰაერითა და ლიმონიანი წყლით, ხოლო დანარჩენთათვის, რომლებიც მოსახლეობის 90%-ს შეადგენს, არ აქვს მნიშვნელობა დღის დასაწყისს, მთავარია ცოტა მეტი გამოძინების საშუალება მიეცეთ. ისინი მუდამ ოცნებობენ იმაზე, რომ გაიღვიძონ ცოტა გვიან და სამსახურშიც არ დააგვიანდეთ.
უძილობის პრობლემა ხშირ შემთხვევაში გენეტიკა ხდება. ამ დროს რთულია ძილის ხანგრძლივობამ დაგაკმაყოფილოთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც თქვენს დილას უფრო გაამარტივებს და გაცილებით სასიამოვნოს გახდის.
აიღეთ 90 წუთიანი შუალედი დღის განმავლობაში - თუ ღამით ძილი არ გყოფნით და დილით გაღვიძება გიჭირთ, აუცილებელია დღისით კიდევ 90 წუთი გამოიძინოთ. ეს თქვენს ორგანიზმს ძილის კუთხით დააბალანსებს და ნერვული სისტემაც მოწესრიგდება. გაქრება თვალების გარშემო ჩაშავებული წრეები და სახის კანიც ფორმაში იქნება.
მაღვიძარას შეუცვალეთ მდებარეობა - თუ თქვენი მაღვიძარა საწოლთან ახლოს დევს, ზარის დარეკვის დროს თქვენ მარტივად მიგიწვდებათ მასზე ხელი და გაუაზრდებლად თიშავთ. ეცადეთ მაღვიძარა მოშორებით დადოთ, ისე, რომ დარეკვის შემთხვევაში მოგიწიოთ წამოდგომა, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა და მერე გათიშვა. ეს დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში და ნაკლები იქნება იმის შანსი, რომ დააგვიანოთ სამსახურში.
მეტი სინათლე საძინებელში - დაძინების წინ ოთახში ფარდები გადაწიეთ, რათა დილით უფრო განათებული იყოს საძინებელი და მზის სხივებმა მარტივად გამოგაფხიზლოთ. ეს ხერხი განსაკუთრებით ზაფხულშია ეფექტური. კარგი იქნება, თუ სარკმელსაც ღიას დატოვებთ.
მიიღეთ გრილი აბაზანა - გაღვიძებისთანავე გაემართეთ სააბაზანოსკენ და გრილი წყალი გადაივლეთ ტანზე. ეცადეთ, წყლის ტემპერატურა მაღალზე არ დააყენოთ, რადგან ეს გამოფხიზლებაში ვერ დაგეხმარებათ.
კომენტარი