კასორლამ “ვილიარეალიდან” წასვლა დაადასტურა
26 წლის ესპანელი შემტევის, სანტი კასორლას “ვილირეალიდან” წასვლა გადაწყვეტილია. ასეთ განცხადებას თავად ფეხბურთელი აკეთებს.
“ვილიარეალისთვის” აუცილებელია, რომ კლუბმა ზაფხულში რომელიმე ფეხბურთელი გაყიდოს და ეს ფეხბურთელი მე ვარ. უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. მალე, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება” – ციტირებს კასორლას სიტყვებს AS-ი.
ძნელი მისახვედრი არაა, რომ კასორლა კარიერას არაბული ფულით მოძლიერებულ “მალაგაში” განაგრძობს. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანდალუსიელებმა “ვილიარეალს” კასორლას სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზეს და უარის მიღების შემდეგ, სატრანსფერო თანხას კიდევ 2 მილიონი დაამატეს და ამ შეთავაზებაზე“ყვითელმა წყალქვეშა ნავმა” უარი ვეღარ თქვა.
კასორლას მხრიდან “მალაგაში” თამაშზე თანხმობის განცხადების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ ანდალუსიელებს მანუელ პელეგრინი წვრთნის, რომელმაც სახელი “ვილიარეალში” წარმატებით მუშაობით გაითქვა.
კომენტარი