ისთ ფოინთში ელიტ ელექტრონიქსის ყველაზე დიდი მაღაზია გაიხსნა
ისთ ფოინთში ელიტ ელექტრონიქსის ყველაზე დიდი მაღაზია გაიხსნა მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ტექნიკა, უნიკალური კონცეფცია, ექსკლუზიური ტექნიკა და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი - ეს ყველაფერი ელიტ ელექტრონიქსმა ერთ სივრცეში გააერთიანა და ტექნიკის ყველაზე დიდი მაღაზია გახსნა.
მაღაზია არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ უნიკალური კონცეფციით არის გამორჩეული. ელიტ ელექტრონიქსი მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკის საუკეთესო ბრენდების ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში.
მაღაზიის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: ბატონი უმიტ ქორქმაზი, BSH-ის სერვისის ვიცე პრეზიდენტი და ბატონი მაიქლ სშოლჰორნი, BSH-ის საბჭოს წევრი, მათი თქმით ელიტ ელექტრონიქსი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი BSH-ის კავკასიაში; „ჩვენ უკვე თითქმის 20 წელია პარტნიორები ვართ როგორც რითეილის, ასევე ყიდვის შემდგომი მომსახურების კუთხით და ეს თანამშრომლობა ყოველ წლიურად უფრო მჭიდრო ხდება რასაც მივესალმებთ.
მეტად მნისვნელოვანია ბიზნესში სანდო პარტნიორის ყოლა.“ მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების - Apple-ის, Samsung-ის, LG-ის, Sony-ს, Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-ს, Philips-ის, Acer-ის და Lenovo-ს შოურუმები. ასევე მომხმარებელს საშუალება ექნება ამ მაღაზიაში ბოშისა და სიმენსის სამზარეულოს ტექნიკის ყველაზე მაღალი კლასის ექსკლუზიური მოდელები შიძინონ. მოგეხსენებათ, რომ ელიტ ელექტრონიქსი არის Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის და Gorenje-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი და LG-ს და Samsung-ის ოფიციალური რითეილ პარტნიორი. ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიაში მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი. თქვენ შეგიძლიათ აქვე ისარგებლოთ ბავშვთა გასართობი სივრცით, სადაც შეგიძლიათ თქვენი შვილი დატოვოთ, სანამ თქვენ შეარჩევთ სასურველ ტექნიკას. ასევე მაღაზიაში წარმოდგენილია „ელიტ კაფე“ სადაც მიირთმევთ უგემრიელეს ყავას, დაისვენებთ და თავისუფლად მიიღებთ გადაწყვეტილებას შენაძენზე. აქვე მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ ცნობილი შეფმზარეულების მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძები დაეგემოვნებინათ, რაც ტრადიცია იქნება ამ მაღაზიისთვის, თქვენ ყოველ კვირეულად შეძლებთ თავად იხილოთ და დააგემოვნოთ თანამედროვე ტექნიკის დახმარებით მომზადებული კულინარიული შედევრები.
ელიტ ელექტრონიქსი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 20 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებელს, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოთ მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარდგეს. ელიტ ელექტრონიქსი დღესდღეობით ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი. საუკეთესო პროდუქტი, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა და მომსახურების მაღალი დონე - ყოველივე ეს განაპირობებს ,ელიტ ელექტრონიქსის დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.
კომენტარი