"არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, რომ ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლა არ განიხილებოდეს გრძელვადიან ჭრილში"
ჩვენ ძალ-ღონეს
არ ვიშურებთ,
რათა უზრუნველვყოთ
კანონის უზენაესობა
ქვეყანაში, – ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა
, ირაკლი ღარიბაშვილმა
დღეს "საქართველოს
ევროპული გზის"
მე-11 საერთაშორისო
კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ყველა იქნება თანასწორი კანონის წინაშე. "ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და ახალი ანტიდისკრიმინაციული
კანონის მიღება, რომლებშიც გათვალისწინებულია
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების რეკომენდაციები.
ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებით ჩვენ დავასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საკანონმდებლო ფაზა. ამავე დროს, ჩვენ უკვე გადავედით გეგმის მეორე - განხორციელების ფაზის ზოგიერთ ელემენტზე. ზოგადად, წარმატებული რეფორმები წამოწყებულია ისეთ სფეროებში, როგორიცაა მიგრაციის მართვა, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება,
აგრეთვე კორუფცია და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ტრეფიკინგი, ფულის გათეთრება, დოკუმენტების უსაფრთხოება და საზღვრების მართვა", -
განაცხადა
პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს პროგრესი სათანადოდ აისახება კომისიის გადაწყვეტილებაში,
რათა შეძლებისდაგვარად
სწრაფად გადავიდეს საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის განხორციელებაზე.
"არსებობს
ყველა წინაპირობა იმისა, რომ ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლა არ განიხილებოდეს გრძელვადიან ჭრილში. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საქართველოსთვის
პოლიტიკური
დატვირთვაც
აქვს, რადგან ჩვენი პასპორტები მომხიბვლელი გახდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის
- ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის",
- განაცხადა
პრემიერმა.
მისივე განმარტებით, საქართველო განაგრძობს იმ აუცილებელ რეფორმებს, რომლებიც უკავშირდება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ ხელშეკრულების ამოქმედება.
"მიღებულია
საკანონმდებლო
ცვლილებათა
მნიშვნელოვანი
პაკეტი, რომლის მიზანიცაა ეროვნული შრომის კოდექსის დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასურსათო უსაფრთხოებისა და ანტიმონოპოლიური
სტრატეგიების
ეფექტურობასა
და ტექნიკური რეგულაციების დაახლოებას აღნიშნულ სტანდარტებთან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ის, რაც საქართველოში დღემდეა მიღწეული, ეს მხოლოდ დასაწყისია ტრანსფორმაციის რთულ პროცესში. ფართომასშტაბიანი
და ძვირადღირებული რეფორმების გატარება ითხოვს სახელისუფლებო ინსტიტუტების განვითარებასა და კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელებას.
რეფორმების
გატარების
დროს განსაკუთრებით დაუცველია მცირე და საშუალო ბიზნესი. სწორედ ამიტომ, ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად,
მთავრობამ
დააარსა სპეციალური ფონდები და პროგრამები, რომლებიც მათ მიაწოდებენ საჭირო საექსპერტო რეკომენდაციებს და ხელს შეუწყობენ მათ დაფინანსებას",
- აღნიშნა
პრემიერ-მინისტრმა
მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე გაზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას
და ექსპორტი და ვაჭრობა უფრო მრავალფეროვანი გახდება.
"დარწმუნებული
ვარ, რომ მსოფლიოში უდიდესი ბაზრის ხელმისაწვდომობა
და ქვეყანაში პროგნოზირებადი,
გამჭვირვალე
და სტაბილური ეკონომიკური გარემო საგრძნობლად გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დამატებითი ნაკადი, ახალი ტექნოლოგიები,
"ნოუ-ჰაუ" და ინოვაციები ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას, ადამიანური კაპიტალის ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ცხოვრების დონის ამაღლებას. ყოველივე ამის განხორციელებასთან
ერთად საქართველო გახდება წარმატებული ეკონომიკური ტრანსფორმაციის მაგალითი ჩვენი მეზობლებისათვის,
გახდება ისეთი ქვეყანა, სადაც გამოწვევები იქცევა შესაძლებლობებად
და ყველა ინვესტორს, მათ შორის რუს ინვესტორებს, ექნებათ შესაძლებლობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის წყალობით მიიღონ სარგებელი ევროკავშირის ბაზარზე გასვლით",
- აღნიშნა
ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებს აქვთ საერთო ინტერესები სტაბილურობასთან
და მშვიდობის ერთიანი სივრცის შექმნასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოება ურთიერთდაკავშირებულია.
"მე მჯერა, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ არსებული პრობლემების დაძლევას და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში დემოკრატიის განმტკიცებას",-
განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარი