გენერალმა გია უჩავამ "შეფიცულები" გასცა
გენერალმა გია უჩავამ "შეფიცულები" გასცა.
ამის შესახებ "პირWელს" ერთ-ერთმა "შეფიცულმა" აცნობა, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
მისივე ინფორმაციით, უჩავამ სამართალდამცველებს ყველა "შეფიცულის", ასევე მათი რეალური ხელმძღვანელის ვინაობა დაუსახელა და გეგმებიც დეტალურად გააცნო.
"ამ ამბის შეტყობის შემდეგ "შეფიცულები" ნინო ბურჯანაძეს ძალზე მკაცრად ესაუბრნენ და გააფრთხილეს, რომ თუ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ფეხს მოიცვლის, ისინი მას თავად "გადაუვლიან". "შეფიცულებმა" განაცხადეს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ადგილზე უნდა დარჩნენ – თუნდაც სისხლის ფასად".
ამასთან, მისივე მტკიცებით, "შეფიცულებს" რეალურად არა "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი გია ბურჯანაძე, არამედ ის ყოფილი პოლიციელი ხელმძღვანელობს, რომელმაც თავის დროზე იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი ცემა.
კომენტარი