სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილი: "არ მაქვს საშუალება პირადი წერილი მივწერო ჩემს მშობლებს ან მეუღლეს"

ვანო მერაბიშვილი ციხიდან ხელისუფლებას მიმართავს და ცინიკურ მოპყრობაში ადანაშაულებს, ამის შესახებ მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი მისი ოჯახის წევრებთან შეხვედრას მოითხოვს. მერაბიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა უცხოურ დელეგაციებთან ოფიციალურ თუ არაოფიციალურ გარემოში შეხვედრებზე საუბრის დროს, არაერთხელ დადეს პირობა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ჩემთვის ოჯახის წევრებთან შეხვედრის და მათთან სატელეფონო საუბრის უფლების მოცემაზე, მე დღემდე არ მეძლევა აღნიშნული უფლებით სარგებლობის საშუალება. უფრო მეტიც, არ მაქვს საშუალება პირადი წერილი მივწერო ჩემს მშობლებს ან მეუღლეს. სამწუხაროდ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ცრუობენ, როდესაც აცხადებენ, რომ მე ოჯახთან შეხვედრას თუ ტელეფონით საუბარს კანონმდებლობა მიკრძალავს. კანონის მიხედვით პროკურატურას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ან ციხის ადმინისტრაციას შეუძლია დამრთოს ნება ვისარგებლო აღნიშნული უფლებებით. თუმცა, მიუხედავად ჩემი ადვოკატების არაერთი მიმართვისა, აღნიშნული უწყებები თავს იკავებენ პასუხის გაცემისგან. მიმაჩნია, რომ მსგავსი ქმედება წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან მათი ოპონენტების და ზოგადად პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ ცინიკური დამოკიდებულების მორიგ გამოვლინებას"- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100