თბილისში მომხდარი შეჯახების შედეგად ორ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
ხანძრით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ცენტრში. ვაკეში ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო მანქანები. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
„ძალიან დიდი ცეცხლი იყო, ისეთი რომ ანათებდა მთელ ფალიაშვილს. სასწრაფო გვიან მოვიდა. ორი მანქანა დაიწვაო თქვეს“ - ამბობს თვითმხილველი, ნუნუ ცინცაძე.
კომენტარი