სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯენიფერ ლოპესი ტელეწამყვანი ხდება

41 წლის პუერტორიკოელმა პოპვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპესმა მეუღლესთან, მარკ ენტონთან ერთად, მუშაობა დაიწყო საკუთარი რეალით შოუს პროექტზე, სახელწოდებით Q'Viva The Chosen.

ლათინური ამერიკის ქვეყნების კულტურის მრავალფეროვნების გამოსავლენად ჯენიფერი 21 ქვეყანას ეწვევა, რათა ლათინური მუსიკის, ცეკვის და ხელოვნების სხვა ჟანრების საუკეთესო შემსრულებელი იპოვოს.

შოუს სამ ენაზე გადაიღებენ, იგი ტრანსრირებული იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე სატელივიზიო არხზე.

ამ დროისათვის შოუს პრემიერის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა შოუს ეთერში გაშვება 2011 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100