თიბისის მხარდაჭერით სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური
სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების
საფუძველზე შეირჩა 20 გუნდი, რომელიც მომდევნო 12 კვირის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი
სტარტაპის განვითარებაზე.
შერჩეული სტარტაპები:
·
Base2 -
მობილური თავსატეხი (ფაზლ) თამაში, რომელიც ეხმარება მოთამაშეებს პროგრამირების საფუძვლების შესწავლაში.
· Cartune - ონლაინ პლატფრომა, რომელიც ამარტივებს ურთიერთობას ავტომობილის მძღოლებსა და ხელოსნებს შორის.
· Carusell
- მანქანების ყიდვა/გაყიდვის ონლაინ
პლატფორმა.
· DiFlex - ქლაუდზე დაფუძნებული კონტაქტ ცენტრის პროგრამული გადაწყვეტა, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს AI-ს გამოყენებით გამავალი სატელეფონო, SMS, IVR კამპანიები თუ კვლევები გახადონ მოქნილი, ორგანიზებული და ეკონომიური.
·
e-Consul - მოგზაურების ციფრული სივრცე, რომელიც აერთიანებს ყველა სამოგზაურო ინფორმაციას და ახდენს სავიზო აპლიკაციების შევსების ავტომატიზაციას.
·
Edutech - ტექ.ტალანტების დასაქმების პლატფორმა.
·
Georgian Wine Club - პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ღვინის შერჩევის პროცესის სრულ ავტომატიზებას და მომხმარებელისთვის მორგებული პროდუქციის ადგილზე მიწოდებას.
· Happykids - საბავშვო
პროდუქციის ონლაინ პლატფორმა (მარკეტფლეისი).
· Lopus
Electronics - ელექტროინჟინერიის დისტანციურად
შესწავლის ვებ.პლატფორმა და მობილური აპლიკაცია.
·
MLbee - ვებ.პლატფორმა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით,
ეხმარება კომპანიებს გადაჭრან ანალიტიკური ბიზნესპრობლემები ავტომატიზებულად.
· Nebula - პლატფორმა, რომელიც სასწავლო
ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის ზოგადი განათლების საგნების სასწავლო კურსებს. Nebula.ge ეხმარება მასწავლებლებს სწავლებაში, ხოლო მოსწავლეებს სწავლაში.
· RenZ - ინდუსტრიული და აგრო ტექნიკის გაზიარება/გაქირავების პლატფორმა.
· SOS Auto - ევაკუატორისა და
ავტოასისტანსის გამოძახების ვებ.პლატფორმა და
მობილური აპლიკაცია.
· Sprenty
- კერძო სპორტული ობიექტების ონლაინ დაჯავშნისა და სპორტული
აქსესუარების გაქირავების პლატფორმა.
· Tao
Technology - მანქანურ სწავლებაზე
დაფუძნებული ვებ.აპლიკაციის ფაიერვოლი, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის.
· Tradetkt - სხვადასხვა ღონისძიებისა თუ აქტივობის ბილეთების გაყიდვა/გადაცვლის უსაფრთხო და კომფორტული პლატფორმა.
·
Webbix -
e-commerce ვებ.გვერდების შემქმნელი პლატფორმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის.
· Weeba - ციფრული პლატფორმა, რომელიც სოფლის მეურნეობის მცირე მეწარმეებს აკავშირებს პოტენციურ ინვესტორებთან და ეხმარება მათ ფინანსური სახსრების მოძიებაში.
· პერსონაჟი
- ვებ.პლატფორმა
აერთიანებს ბაზარზე არსებულ საბავშვო ლიტერატურას და მშობლებს მათი შვილების ასაკსა და ინტერესებზე მორგებულ, პერსონალიზებულ საბავშვო წიგნების პაკეტებს სთავაზობს.
პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ფიზიკური და ონლაინ შეხვედრები), გაგრძელდება 12 კვირას (ოქტომბერი - დეკემბერი 2022) და შედგება 7 ძირითადი კომპონენტისგან:
1.
3 ინტენსიური
ბუტკემპი (2 ქალაქგარეთ, 1 თბილისში);
2.
შეხვედრები ინდივიდუალურ მენტორთან
(კვირაში 1 დღე, 1 საათი);
3.
ინდივიდუალური ონლაინ
მენტორინგი სფეროს ექსპერტებთან;
4.
ნეთვორქინგი - P2P
შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, Stand-up-ები;
5.
სპეციალური შეთავაზებები
სტარტაპებს
6.
იმფაქთ ჰაბის საერთო
სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად);
7.
დემო დღე - მონაწილე
სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ
ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.
წელს პირველად, დემო დღეზე
გასულ სტარტაპებს, ექნებათ შესაძლებლობა პროგრამის პარტნიორი Cartooli-სგან მიიღონ
საწყისი კაპიტალი (pre-seed); გარდა ამისა, ტექნოლოგიური პროდუქტის
განსავითარებლად, ყველა მონაწილე სტარტაპი ისარგებლებს AWS Activate-სა და
DigitalOcean Hatch-ის ქლაუდ კრედიტებით (უფასო ღრუბლოვანი მომსახურება) და
ექნებათ წვდომა ტრენინგებსა და პრიორიტეტულ მხარდაჭერაზე; სტარტაპებს საშუალება
ექნებათ ჩანიშნონ პირისპირ შეხვედრები თემატურ მენტორებთან, ინდუსტრიის
ექსპერტებთან და წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლებთან.
პრე-აქსელერატორში მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP - ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.
პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ბიზნესგეგმა,
ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.
სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა,
რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს.
მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://preacceleration.com
სტარტაპ
პრე-აქსელერატორის
მხარდამჭერები: Entreprenership Academy,
თიბისის პროგრამა სტარტაპერი, ისრაელის საელჩო საქართველოში, USAID
Agriculture Program, AWS Activate, DigitalOcean Hatch, აჭარა ჯგუფი.
კომენტარი