თბილისის ნაწილს წყალი არ აქვს - აღდგენის დრო
GWP- ის ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.
ქუჩების ჩამონათვალი:
გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებში, ნეკრესის 1 შეს. N 2 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 02/07 00:10-დან 02/07 10:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; მუხიანის აგარაკებს.
ვაკის რაიონი - სანდრო ეულის ქ N3 -თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 05:30-დან 20:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: სანდრო ეულის (ანჯაფარიძის ) ქუჩას. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 02/07-ის 02:00-მდე.
დიდუბის რაიონი - მირცხულავას ქუჩის N 12 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 01/07 20:00-დან 02/07 04:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა მირცხულავას ქუჩას.
მთაწმინდის რაიონი- წავკისი კოჯრის მაგისტრალზე გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, წყალმომარაგება შეუწყდათ 01/07-ის 19:30-დან 02/07-ის 08:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; დაბა კოჯორს, სამადლოს, სოფ. ბეთანიას, დაბა კიკეთს და სოფ.დიდებას.
სამგორის რაიონი- დიდ ლილოში, ერეკლე მე-2 ქ. სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 01/07 18:00-დან 02/07 06:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა: თეთრი ხევის დასახლებას, ვარკეთილის მეურნეობას, წინუბანს, ნასაგურს, დიდ ლილოს და "ჰუალინგს“(კუპრაძის ქუჩა).
კომენტარი