თამარ გაბუნია: COVID-19-ის პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი
კორონავირუსის პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღევანდელი მაჩვენებელი არ ასახავს ეპიდემიის ტენდენციას. ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულის პერიოდში არ გამოვლინდა და შესაბამისად არ განხორციელდა ანგარიშგებაც. ამიტომ COVID-19-ის პიკური მაჩვენებლები მაისის შუა რიცხვებში გამოვლინდება“, - განაცხადა გაბუნიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 315 913 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 296 532, გარდაიცვალა 4 207 პაციენტი.
კომენტარი