"გვეყოფა ლამაზი ფოტოები აი ჩემი რეალური სახე..." - ნუკი კოშკელიშვილი უხერხულ მომენტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
ნუკი კოშკელიშვილს ჩაეძინა და ვიღაცამ ფოტო გადაუღო.
"გვეყოფა ლამაზი ფოტოები აი ჩემი რეალური სახე! ასეთი შეგრძნება მაქვს რომ ორი წელია არ მძინებია, არ ვიგონებ!! აი ხო მძინავს ხანდახან მაგრამ არაფრით მყოფნის. ეს პოსტი ეძღვნება ყველა ენა გადმოგდებულად დაღლილ დედას! ცოტა სადღიგრძელოსავით კი გამომივიდა მაგრამ თქვენ გაგიმარჯოთ. აი არავინ იცის ეს რამხელა შრომაა, იყო დედა, მხოლოდ ბავშვის დევნას არ ვგულისხმობ, ნერვიულობას, მუდამ შვილზე ფიქრს, არავინ თქვას ეს არ არის დამღლელიო. ერთნაირად დამღლელია გინდა მომუშავე დედა იყო, გინდა დიასახლისი. საბოლოო ჯამში ხომ ყველამ ვიცით საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და თან ზემოდან ბავშვზე ზრუნვა, საოცარი ძალა სჭირდება ამას. ახლა იმათზე მეფიქრება ვისაც 3-4 ბავშვი ყავს, მუშაობს და დამტოვებელი არ ყავს, ეს დისტანციური სწავლა და აი რა ქნას ადამიანმა? არ იაროს სამსახურში, ბავშვებს რა აჭამონ? მერე წახვალ და ბავშვს ვინ მიხედავს. ააა და კიდევ აი თუ 4 ბავშვი გყავს, 4 კომპიუტერი უნდა გქონდეს?? ეს ამბავი როგორ ხდება? დიდი ნერვები და გაძლებაა საჭირო, ზუსტად ვიცი სირთულეებს ყოველთვის გადავლახავთ. მოკლედ მაგრები ვართ და ერთი ჩემი მეგობარი სულ იძახის “თავს თუ არ შევიქებთ, სხვა კი არ შეგვაქებსო”, ხოდა დავესიტყვები" - წერს კოშკელიშვილი პირად გვერდზე.
კომენტარი