სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა 33 წლის ტაქსის მძღოლი იმსხვერპლა - ტრაგედიის დეტალებზე გარდაცვლილის ოჯახი საუბრობს

გამოცემა Daily Star კორონავირუსისგან 33 წლის ტაქსის მძღოლის გარდაცვალების შესახებ იტყობინება. ტრაგედია ნორვუდში, ლონდონის სამხრეთ ნაწილში მოხდა. ტაქსის მძღოლს, სახელად აიუბ ახტარს, თანმდევი სერიოზული დაავადებები არ აწუხებდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან ცოტა ხნის წინ ჩაისვა ქალი, რომელიც მანქანის უკანა სავარძელზე ახველებდა. რამდენიმე დღის შემდეგ ტაქსის მძღოლმა თავი ცუდად იგრძნო, მოუმატა ტემპერატურამ და დაეწყო ხველა და ქოშინი.

ახტარი სახლში დედასთან, ძმებთან და დებთან ერთად ცხოვრობდა. მამაკაცმა ოჯახს მგზავრზე მოუყვა და ეჭვობდა კიდეც რომ ქალმა კორონავირუსით დააინფიცირა.

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გარდა, ქალბატონმა საფრთხე შეუქმნა ტაქსის მძღოლის მთელს ოჯახს, რომლებიც ამჟამად მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.


უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100