სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 361-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვმა 17 205-ს მიაღწია

ჩინეთში, კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 361-ს მიაღწია, - ამის შესახებ „როიტერსი“ ჩინეთის ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ერთ დღეში 2,829-ით გაიზარდა და 17,205-ია.

ჰუბეის პროვინციაში ერთ დღეში ვირუსის გამო კიდევ 41 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 2,103-ით გაიზარდა და 11,177-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ქვეყანაში, ჩინური ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დახურული მარკეტები იხსნება.

შეგახსენებთ, გუშინ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ფილიპინებში დაფიქსირდა. გარდაცვლილი 44 წლის მამაკაცი ქვეყანაში ჩინეთის ქალაქ უხანიდან იყო ჩასული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100