ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს
წყნეთში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 20 ნომერში ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. ქურდები, სავარაუდოდ, ღამით შევიდნენ გასაქურდად.
შს სამინისტროში ქურდობის ფაქტს არ ადასტურებენ, მაგრამ, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამართალდამცველებმა მომხდარი ფაქტის გამო მინისტრის მეზობლები გამოკითხეს.
როგორც ქობულიას მეზობლები ამბობენ, ქურდობა ორი დღის წინ მოხდა და მინისტრის ბინიდან საკმაოდ ღირებული ნივთებია მოპარული.
„გავიგე, რომ გაძარცვეს, მაგრამ ვინ და როდის არ ვიცი. არ ვიცი რა არის წაღებული, მაგრამ ბევრ რამეს წაიღებდნენ, მდიდრული სახლია ძალიან. გავიგე, რომ გაძარცვეს საღამოს ეს სახლი, დაცვის პოლიცია წესით კი აქ არის ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს არ არიან“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მეზობელი, რომელიც ქობულიას სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს, ამბობს, რომ მინისტრის სახლში მომხდარი ქურდობის შესახებ ინფორმაცია აქვს, იცის ისიც, რომ სახლიდან ნივთები წაღებულია.
წყარო: რუსთავი 2
კომენტარი